თვითონ იდეა კარგია...არტისტ
საერთოდ,მიმიკები,ძალიან ფასეული ინფორმაციაა ფსიქოლოგებისთვის...და არა მხოლოდ ფსიქოლოგებისთვის.
უდავოდ იძლევა კლინიკური დიაგნოზის საშუალებასაც...
მაგრამ სახის გამომეტყველებამ,მიმიკამ შეიძლება შეცდომაშიც შეიყვანოს ადამიანი...ცრუ ინფორმაცია მიეწოდოს...
ამიტომ სიფრთხილე და ყურადღებაა საჭირო ინტერპრეტირებისას...
რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ ჰუდინის- ილუზიის მაგისტრი, 3Dmaster
ჰარი ჰუდინი სკეპტიკოსია,სჯერა მხოლოდ საკუთარი თვალების.
სჯერა იმისი,რისი დამტკიცებაც შეუძლია...
ვერ დააჯერა დოილი,რომ მისი ცნობილი "ტრიუკები" მხოლოდ ილუზიაა...
არტურ კონან დოილი-გენიალური შერლოკის ავტორი, მორწმუნეა,
სჯერა პარანორმალური მოვლენების...
სჯერა, რომ ჰუდინი ზებუნებრივი,მისტიკური ძალების მატარებელია...
ჰოოდა,ამ ორი ცნობილი ადამიანის ცნობილ ურთიერთობებზე შეიქმნა ფილმი,2016 წელს-
Houdini & Doyle

ფილმის მესამე გმირია- კონსტებელი,პოლიციელი ქალი.
მოკლედ,ტვინების ტრიო იძიებს საკმაოდ უცნაურ,სკოტლენდ იარდისთვის გაუგებარ,ამოუხსნელ მკვლელობებს...
გუშინ ვუყურე პირველი სეზონის მეოთხე სერიას.
ლონდონსაც ყოლია თავისი "კუმისმენი" ჯეკი და როგორ გამოიჭირეს ის ჰუდინი/დოილმა.