geograpiნაცნობი სიტუაციაა

მემგონი კარგი გამოსავალი დაწერეს, უბრალოდ შევეცდები უკეთ ,,განვავარცო".
ეგ არის შიში, შიში უამრავი რამის მიმართ, ადამიანების, გარემოს, სიტუაციის შიში, უფრო მეტად თუ ჩავუღმავდებით, ყველა შიშს სიკვდილის შიშამდე მივყავართ. შენ თითოეული მოვლენის გეშინია - რომ ცუდად არ დამთავრდეს, ზიანი არ მიაყენოს შენს ჯანმრთელობას, იმიტომ რომ დაკარგული გაქვს საკუთარი თავის რწმენა, გგონია რომ გარემოში მიმდინარე ცვლილებები შენზე ცუდად იმოქმედებს, შენს საწინააღმდეგოდ და შემდგომში საშინელ სიტუაციაში აღმოჩნდები.
მთაში წასვლა, მარტოობა და საკუთარ თავთან ჩაღმავება იმაში დაგეხმარება, რომ შენ ,,გამოწვევას" გაუკეთებ ამ ყველაფერს. თუ მოახერხებ და 1 კვირა (ან თუნდაც 5 დღე) გაუძლებ იმ შიშებს, რომელიც მარტოობაში ,,დაგატყდება" თავს, იმ მოვლენებსა და წინაღობებს, რომელთა გადალახვაც მარტო მოგიწევს და ფსიქოლოგიურად მყარად გეცოდინება, რომ ,,საკუთარი თავის მეტი, შენი მშველელი არავინ არის", მაშინ უკვე გაგიუფერულდება ყველა ის გამოწვევა, რომელიც შენ ჩამოთვალე: უცხოეთში წავლა, ადამიანთან კონტაქტი, ცუდის მოლოდინი და ასე შემდეგ. თუკი მარტო იყავი ბუნებაში და მარტო დაბრუნდი საღსალამათი, მაშინ რაღა დაგემართება ევროპაში, სადაც ბევრად უფრო განვითარებულია მედიცინა ?! მაშინ რაღა უნდა მოგივიდეს უამრავი ადამიანის გარემოცვაში, სადაც ნებისმიერი მათგანი გაგიწევს დახმარებას (როგორც მინიმუმ, სასწრაფოს გამოიძახებენ) ?! ეს პროცესი დაგეხმარება, მოიპოვო საკუთარი თავის რწმენა, აღმოაჩინო შენი შინაგანი ძალები, ეს ყოველივე კი შენს მიერ ჩამოთვლილ პრობლემებს, რეალურ წინააღმდეგობას გაუწევს.
თუმცა ისიც კარგად გაითვალისწინე, რომ 1 კვირა მარტო ყოფნა (თუნდაც 3 დღე) საშინელი პროცესია, რომლის დროსაც გექნება უსუსურობის შეგრძნება, შიშები და მრავალი უსიამოვნო გრძნობა.
თუმცა, სანამ ამ ნაბიჯს გადადგან, ნამდვილად უნდა იცოდე, რომ ეს ნერვოზული და ფსიქოლოგიური პრობლემაა და არ არის რომელიმე ორგანოს ფუნქციის დარღვევით გამოწვეული.
პ.ს. მე არ ვარ ფსიქოლოგი, მხოლოდ მოყვარული ვარ ამ საკითხში, თუმცა მგონია, რომ ჩემი რჩევა დაგეხმარება საკმაოდ ფსიქოლოგიური თუ ნერვიული პრობლემების დასაძლევად.