ახლა აუზში წყალზე გავწვებოდი და დავიძინებდი...
გაინტერესებთ დღევანდელი დღე?
მოვყვები...
საღამოს 9-მდე არაფერი საინტერესო... მაგრამ მერე მმმ მისი ფეხები...

საოცრად გამოიყურებოდა...
გზად მეტროში ერთერთ სადგურზე 8 გოგო შემოვიდა ერთად...
დიახ დავითვალე რვანი იყვნენ... მაგრამ არცერთი იყო ისეთი ყურადღებას რომ მიიპყრობდა...
ამის წინა გაჩერებაზე სამი გოგო შემოვიდა დედასთან ერთად... ყველაზე პატარა დედის ასლი იყო... შუათანა ალბათ მამას გავდა... აი დიდი კი... ჰოო...
დედას გავდა ისიც მაგრამ საუცხოო იერი ქონდა... მგონი ქართველებიც არ იყვნენ...
მოკლედ ამას მიმზიდველი ქალური ფორმები ქონდა... სახეც საუცხოო ქონდა... ქვედა ყბა ოდნავ გამოწეული... თუმცა ეს მას უფრო ხასიათურს ხდიდა და ალამაზებდა...
ჩაცმულობითაც ეს ყველაზე მოწესრიგებული იყო... და შავი თვალები...
თვალები ჩემი სისუსტეა... უფრო სწორად იქიდან მომავალი ენერგეტიკა...
მიყვარს ადამიანების წაკითხვა.. და მათგან გამომავალი სითბო ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს...