მე სილამაზის ღმერთი მგონიხარ,მახეში აბამ პატარა ბიჭებს
შენ ცით მოსული ცივი თოვლი ხარ,რომელიც მაინც სითბოს მანიჭებს
შენ ხომ წვიმა ხარ,ცრემლები ღრუბლის,შენ ჩემთვის ციდან საჩუქარი ხარ
და ყოველ წვეთში ცა შენს თავს მჩუქნის,შენ ხომ ჩემს გულთან საუბარი ხარ
ვინ ხარ რატომ არსებობ რა გინდა ჩემგან
ყველა სტროფში რატომ ჩანხარ რატომ დამსდევ ყველგან
იმაზე ფიქრი რომ ის ოდესმე მაკოცებს
მერიდება,მაგრამ მაინც ეს ოცნება მაცოცხლებს
რა დამრჩენია,ქვეყანაზე შენს მეტი
მირჩევნია მოვკვდე ვიდრე შენთვის ვიყო ზედმეტი
ამ გრძნობის გამო მე სიკვდილიც არ მენანება
მიყვარხარ მაგრამ მაინც იცი ეგეც მეკრძალება
მაგრამ თუ შენთან ვიქნები თავი სულ არ მებრალება
ვცდილობ არ გითხრა ეს სიტყვა,მიჭირს თავის შეკავება
რატომ მაიძულებ ყოველ წუთში ჩემ თავს ვებრძოლო
ასეთ უგულობას ისევ მირჩევნია მესროლო
ვიცი წინააღმდეგობა,დაბრკოლება დიდია
მაგრამ თუ შენთავს მოვიგებ ყველა ფეზე მკიდია
მე სილამაზის ღმერთი მგონიხარ,მახეში აბამ პატარა ბიჭებს
შენ ცით მოსული ცივი თოვლი ხარ,რომელიც მაინც სითბოს მანიჭებს
შენ ხომ წვიმა ხარ,ცრემლები ღრუბლის,შენ ჩემთვის ციდან საჩუქარი ხარ
და ყოველ წვეთში ცა შენს თავს მჩუქნის,შენ ხომ ჩემს გულთან საუბარი ხარ
მე გგრძნობ,გხედავ,ვარსებობ შენით
რაც არუნდა იყოს,მე გულში მაინც გელი
არ შემიძლია სხვაზე ფიქრი,სხვაზე გადავერთო
მეომები,რატომ,რა დაგიშავე ღმერთო
სიკვდილის წინ ერთი ნახვაც,ვიცი აღარ მოვკვდები
როგორც ადრე,ჩემ სულს შეძრავ ისევ გულზე მომხვდები
ვცდილობ მაინც მოვერიო,მაგრამ ვერ ვუმკლავდები
შენს ყურებაში დავბრმავდი და კიდევ უფრო ვბრმავდები
როგორც მინდა ყველაფერი რავქნა ისე არ ხდება
ვიცი,არასოდეს,ვიცი რომ ჩემი არ გახდება
ვერავინ ვერ გაიმარჯვებს შენს ჩემთავთან ბრძოლიდან
რადგან ახლოსაც ვერ მივალ,მეყვარება შორიდან.