ეს პერიოდი არაფერია სხვა თუ არა არსებობა.
იბრძოლე ბოლომდე მიზნისკენ

კაი?!
სათქმელად ადვილია ჰო?

)))) რას აკეთებ? ან რა გაგიკეთებია ცხოვრებაში იმისთვის,რომ რამე მიგეღწია?
ხომ არის ადამიანები,ვინც შენთვის სამაგალითოები არიან. ხომ ხედავ რამდენსაც შრომობენ?
ოდესმე გიშრომია იმდენი?და მერე გიკვირს სხვამ რატომ მიაღწია უფრო მეტს ვიდრე შენ.
იქნებ შტერი ხარ. არადა არა, აშკარად არ ხარ. შენ თუ არა სხვა მაინც იტყოდა, უეჭველად.
გიხარია,როცა ყველაფერი ლანგრით მოწოდებული გხვდება ხომ? ვინმე გინახავს ვინც მანდ უშრომელად,უწვალელად მიუღიათ? არა!
და შენ რას აკეთებ? 2 ფურცელს გადახედე და გგონია გონება გაგეხსნა.
აუ როგორ მეზიზღები ამ დროს, ყველაზე მეტად მეცოდები და მეზიზღები. იმიტომ რომ არასდროს არ გამოიყენე შანსი,არასდროს არ გააკეთე მაქსიმუმი.
მხოლოდ წუწუნი შეგიძლია შენ,ნარი. და სანამ ასე გააგრძელებ, დარჩები იქ სადაც ხარ.
და ვისი იმედი გაქვს? ვისი? ყველას შენი იმედი აქვს და შენ ვისიღა?
როდესმე სტაბილურობა იქნება?
და იქნებ მართალია, რომ არ ვარ ბედნიერებისთვის დაბადებული. რომ ის მომენტები,რაც სხვებს აბედნიერებს, მე არ მანიჭებს სიამოვნებას
იქნებ არ შემიძლია ბედნიერების შეგრძნება და საკუთარი თავის დათრგუნვით ვცოცხლობ. სავსებით შესაძლებელია.
ისიც არ იცი რა გინდა.
რაო ქენდიმ? წარმატებას მიაღწევო. და რა გგონია,ესე ადგება წარმატება და თავისით მოვა?
რამე გააკეთე.
2 მიზანი გაქვს ახლა.
საკუთარ თავზე ზრუნვა
და კარიერა
ორივე იმდენად შესაძლებელია,რამდენადაც 2*2=4
ყველაფერი შენს ხელშია.