
დღეს 5 დღეა,როდესაც ერთი წვეთი არ მიმიღია ალკოჰოლი.
საბოლაოდ დავემშვიდობე მგონი და ვცდილობ ამ მწარე რეალობას გავუსწორო თვალი.
გათავისუფლება მინდა და მსურს ისევ გავხდე ბავშვი. თავიდან მინდა დავიბადო.
ჩემი მეზობელი ისევ ეჩხუბება თავის ცოლს.არ უტოვებს მკვდარ და ცოცხალს, ყველფერ აფარებს თავზე.
დღეს ვუყურებდი და ვფიქრობდი რა ძალა ადგას ამ ქალს ? წადი გოგო,წადი გაიქეცი ,თორემ ერთ დღეს სხვები გაგიყანენ და სამუდამოდ მიგაბარებენ მიწას.
ძალიან დიდი სურვილი მაქვს ეგ ტიპი ვცემო. როცა მხვდება გული მერევა. გული მერევა ჩემს უფროსზე ,რომელიც გაუთავებლად ყველბა ერთი და იგვე ისტორიებს.
არა არც მე ვარ საჩუქარი,მაგრამ როდემდე შეიძლება მოყვე ,თუ როგორი დრო გატარე ლასვეგაში?
ეს სამსახური ე არ მჭირდება.ყოველ დილით ვეკითხები საკუთარ თავს:რა ჯანდაბას აკეთებ აქ და რა გინდა რას ეძებ???????
არადა პასუხი ვიცი. საკუთარ თავთან მარტო დარჩენის მეშინია და გულს ვაყოლებ ამ უაზრო და არაფრის მომცემ სამუშაოს.
ამაზე ვოცნებობდი ? ეს ის არა რაც მე მსურდა და რისთვისაც დავიბადე.
ერთადერთი დადებითი და პოზიტიური არის ანაბელი! რომელიც ყოველდილით მხვდება.
პატარა ბავშვი (8წლისა ) რაღაცით საკუთარ თავს მაგონებს.
ასეთი სიცოცხლით სავსე ბავშვი პირველად ვნახე,თუმცა როგორც გავიგე ჯამთელობის პრობლემა აქვს,მაგრამ ეს ყველფერი მის პოზიტივზე არ აისახება.
შეიძლება ბავშვი რომ არის ვერ ათვიცნობიერებს ყვლფერს.
გუშინ ყოფილმა მომწერა და ისეთი "ნამიოკი "ჩამირტყა ,აშკარად, დაბრუნებას ლამობს.
ბლინნნ..... სიტყვები არ მყოფნის :დ ეტყობა ძირითადმა მოთამაშემ ვერ გამრთლა და ბევრი ფიქრის შემდეგ ჩემი შეცვლაზე შემოყვანა განიზრახა :დ