გადავწყვიტე ეს თემა ჩემს პირად დღიურად ვაქციო და როცა დრო მექნება და სურვილი აქ დავწერო განვლილი დღე...
დილას მშობლებმა გამაღვიძეს კარი დაკეტეო და კიდევ კარგი გამაღვიძეს თორე სამსახურში დავაგვიანებდი... (მაღვიძარამ ან არ დარეკა ან დარეკა და ვერ გავიგე)
დილის სტანდარტული პროცედურების შემდეგ წავედი სამსახურში... მე და ძმაკაცი ერთად ვმუშაობთ და ერთად მივდივართ ხოლმე მისი მანქანით...
გზაში სტანდარტული საუბარი გვქონდა...
შესვენებამდე ნახ საათით ადრე ძმაკაცმა მთხოვა თეგეტაში გავყოლოდო და გავყევი და დავაგვიანეთ საკაიფოთ სამსახურში იქიდან... თან ახალ დეპარტამენტში პირველი დღე მქონდა.. მარა არაფერი...
ხო მართლა... დეპარტამენტი გამოვიცვალე და დღევანდელი დღით სასიამოვნოდ კმაყოფილი ვარ...
ჰო... თეგეტას მერე ვენდისში ვჭამეთ...
სამსახურში ისეთი არაფერი საქმე... ახალი ჩამოყალიბებულია დეპარტამენტი და სტანდარტულად ჩამოვაყალიბეთ როდის რას ვშვებით კონკრეტულ სიტუაციებში...
მერე ერთი პერიოდი საქმე არ იყო და მეზობელ დეპარტამენტში შევიარე გოგოებთან და გავერთე...
წამოვედი სამსახურიდან ნახ საათით გვიან და ძმაკაცმა, რომელიც ჩემზე ადრე ამთავრებს ჩემთან ამოდიო...
ავედი და მთელი სასტავი იქ დამხვდა... ნახევარი პესს თამაშობდა... ნახევარი პოკერის ტურნირს... ბოლო 2 მაგიდა იყო...
ჩემი რჩევა დარიგებებით ტურნირი მოვიგეთ და შესაბამისად ამან ლუდი დავლიოთ მე ვკისრულობო...
გავედით და დავლიეთ... მოვედი სახლში პირველზე... აქ შემოვიჭყიტე... ამ პოსტამდე 1-2 დავპისტე და ეხლა 2-ის ნახევარია და უნდა დავიძინო...
მაგრამ მთავარი ისტორია გამოვტოვე...
თინეიჯერობისას ხალხზე დაკვირვება მიტაცებდა... დღეს რატომღაც მეტროში გამიჩნდა სურვილი ხალხს დავკვირვებოდი...
დავჯექი და ვიყურები აქეთ-იქით და საინტერესო პერსონაჟებს ვეძებ... ისეთI არაფერი თითქოს... ერთერთ გაჩერებაზე ორი "გულახდილად" ჩაცმული გოგო ამოვიდა და ჩემსგან ოდნავ მოშორებით დადგა... აზრადაც არ მომსვლია ადგილი დამეთმო... (მთელი გზა ვიჯექი... ხალხიც არ იყო ბევრი... ვისაც დაჯდომა უნდოდა იყო ადგილები)
მორიგ გაჩერებაზე შემოვიდა გოგო და ჩემს მოპირდაპირეთ დაჯდა...
გოგოს ქონდა ძალიან არაქართული გარეგნობა... მაგრამ ქართველი იყო თავს დავდებ...
ლამაზი იყო? -არა
კაი მკერდი ქონდა? - არა
კაი ტრაკი ქონდა- არა
კაი ფეხები ქონდა და მაღალი იყო? -არა
მაგრამ სასწაული შარმი ქონდა და საყვარელი გოგო იყო...
თვალები ძალიან განსხვავებული ფერის ქონდა.. მიზიდავდა მისი თვალები და ვუყურებდი... ისიც გრძნობდა ალბათ...
ზოგადად გათავისებული ქონდა რომ ყურადღებას იქცევდა საპირისპირო სქესისგან და დიდად არ იმჩნევდა... თავისთვის იჯდა...
მოკლედ გოგოს არასდროს არ მივშტერებირვარ ხამურად და არც ეხლა მიქნია... არ ვარ ეგ ტიპი... უბრალოდ მისმა თვალებმა რაღაც პონტში დამიპყრო...
გადავერთე სხვებზე... გვერდით ჩემი ასაკის მოკლე კაბიანი გოგო დამიჯდა... ნორმალური გარეგნობის და ა.შ... მაგრამ საერთოდ არ დამაინტერესა ტიპაჟმა და დავიკიდე...
წინა გოგოს გვერდით მოხუცი საყვარელი ქალი დაჯდა და გვერდით მისი შვილისტოლა ქალს ტვინს უბურღავდა... რაზეც "ჩემს ტურფას" ეღიმებოდა... დიახ ქართველი იყო... ესმოდა ყველაფერი...
მერე სამასებზე ციგნები შემოვარდნენ... კარგად ივაჭრეს (იმათხოვრეს) ეტყობა და სახლში მიდიოდნენ... სამგორში ჩავიდნენ... ეს გოგო კი ისევ ჩემს წინ იჯდა და უკვე ის მიყურებდა თვალებშI სანამ არ შევამჩნიე და მეც არ შევხედე... ჩაეღიმა.. თან თითქოს არ შეიმჩნია... არა შეიძლება სხვას ვერც შეემჩნია... მაგრამ მე ხომ ადამიანებზე დაკვირვება მიყვარს და იმ მიკრო იმპულსებსაც კარგად ვიჭერ ხოლმე ხანდახან... და ეგ სიტუაციაც სწორედ ეგ ხანდახან იყო...
მოკლედ ვარკეთილში ჩამოვედით ორივე და მეტი აღარ შემიმჩნევია... ჩემს უკან მოდიოდა...
სანამ ძმაკაცთან მივიდოდი ვიფიქრე... დაღლილი რომ არ ვყოფილიყავი და ამ დღეებში ცოტა დაგრუზული გავიცნობდი თუ არა მას... ან მცდელობა მექნებოდა თუ არა...
და ამ სიტუაციაში (დაღლილ-დაგრუზული) single რომ ვყოფილიყავი უფრო გავბედავდი თუ არა...
პასუხი არ მაქვს... ფაქტია რომ არაფერი არ ვქენი და არც ვნანობ...
ის ენერგია, რაც მან მომცა თვალებით, ჩემთვის სრულიად საკმარისი იყო...
ძილინებისათ...