სულ რაღაც 2 პოსტიც
და წავალ
ერთი ვიცი რო არ ვინანებ აქ დარეგისტრირებას არცერთ შემთხვევაშI
ბევრი რამ მასწავლა აქ გატარებულმა დრომ/ხალხმა/სიტუაციებმა
რომ გავაგრძEლო ძალიან დიდი პოსტი გამომივა
და ცოტა სენტიმენტალური ამიტომ არ დავემსგავსები იმ ბიჭს რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს დარეგისტრირდა (ჯერ კიდევ აბიტურიენტი ნიკა)
ასე თუ ისე მრჩება მაინც კარგი მოგონებები აქედან
და 2 იუზერი რომელიც სულ მემახსოვრება
ერთმა იცის ვიზეც ვამბობ
მეორე ამ პოსტის ნახვისას დაეჭვდება
მაგრამ შენ ხარ შეენ) არ იფიქრო ბევრი
იცოდეთ რომ ძალიან მაგარი ხალხი პოსტავს აქ და ვიცი ზოგი არ ეძებთ საერთოდ არავის უბრალოდ დრო გაგყავთ
შეიძლება ისე უეცრად იპოვოთ ვინმე ისეთი ვინც გაგაბედნიერებთ რომ გაოცებული დარჩეთ
დავიწყებ დალაგებას ჩემი საქმეების 3 პოსტიც და მატარებელი თავისი საზიზღარი

ზარით შემატყობინებს რომ უნდა წავიდე) ხანგრძლივ მოგზაურობაში
ჰოდა ჩემი დიდი სურვილია
ეს განყოფილება თუ ოდესმე დაბრუნება გადავწყვიტე
ბევრი ფსიქოლოგით
მშვიდი ხალხით
იმ ახალგაზრდა აბიტურიენტებით რომლებიც გაივლიან ჩემსავითით 3-4 წლიან გზას ბოლოს თავიანთთ პოსტებს დააკვირდებიან
დარეგისტრირებისას რომ წერდნენ და ჩაეღიმებათ
მაიინც ოდნავ გამიგრძელდა დროა შევწყვიტო
მოკლედ
მიხარია აქაურობა თავისი ყველაფრით
ნუ დაკარგავთ ნურასდროს ნურაფრის იმედს
ძალიან მოინდომეთ
ჩაიფიქრეთ და აგიხდებათ
პ.ს ადრეც ვთქვი და ვამბობ (ეს თემა ჯადოსნურია)
წარმატებები ყველას
ყველაფერში
This post has been edited by POKERISBLUFF on 29 Jul 2017, 19:19