...არა, ხუმრობა და გაჯაზება იქით იყოს და რეგალიებიან ფსიქოლოგებს მინდა დავეკითხო ... აი 4-5 წლის პატარას რომ ვინ მეტ კუპლეტს ასწავლის ვეფხისტყაოსნიდან, ანდაც ბევრ "ჰაფი ბიორსდეებს" და "მერი ქრისმასებს" - აის აღმზრდელები, რისი ღირსნი არიან?!
ჩემის აზრით პატარა იმიტომ კი არ უნდა მიტყიპო რომ გააკუა, არამედ უფრო იმიტომ რომ უფროსების წინაშე მიჯნურობაზე ლექსი გამოთქმით თქვა, რადგან ... გაიზრდება და ის აუცილებლად ჩამოკრავს! (ის უფროსები კი საერთოდ უნდა გააციმბირო

)
- ერთ პატარა ამბავს მოგიყვებით ჩემი ცნობიერების ნაკადიდან!
მე-9 კლასში, სარაიონო წერა გვქონდა და სადაც ერთ ერთ ვარიანტი იყო თავისუფალი თემა - "ჩემი საყვარელი გმირი"!
ზოგმა, ავთანდილზე და ტარიელზე დაწერა, ზოგმა ზვიადაურზე და მექი ვაშაკიძეზე, ზოგმა ჰემინგუეის მოხუცი და ზღვაო...
- მე კი, თქვენმა მონა მორჩილმა, ავდექი და დავწერე - "კაკო ბღაბღუა"! ...რომლის მერე 1 კვირით სკოლიდან გამაგდეს და დედ-მამა სკოლის დირექციაში დაიბარეს და რატომ, არ გაინტერესებთ?! - საუბარი იყო სოფლის ვეტექიმ კაკო ბღაბღუაზე(ბღაბღუა მე დავარქვი, ბევრ "ღ"-ებს ამბობდა)...რომელმაც მამალი აცრა, მერე ხელში აიყვანა და ღიმილით რო ამბობდა - ხოხ, ხოხღღ რა ჯიშიანიაო, ამ დროს მამალმა მთელი ძალით კბილში ჩაუნისკარტა და სისხლმაც იჩქეფა კაკო ბღაბღუას ღრძილიდან! მთელი 15 წუთი ჭყიპავდნენ კაკო-ბღაბღუას კაპლებით დედაჩემის აფთიაქში და გონზე როცა მოვიდა, ასეთი რამე თქვა...ხოხღ, ღღორი და ბუღღა დამიკოდავს კაჩოო, მაგრამ აშეთი რამე იმათ არ უკადრებიათო!..
პ.ს."... მერე როგორც სხვებმა მითხრეს, მარტო მამაშენმა აგიღო "ატმასკა"ო - რას ერჩით, ბავშვმა თუ სიმართლე თქვა, ამით განა რა დაშავდაო! (ღმერთმა აცხონოს მამაჩემი, მაგარი მყავდა და ენის მოჩლექვას არ მასწავლიდა ... პროსტა ეგაა კბილის ექიმი იყო და "ოვსებს" უნემსოდ(გაუყუჩებლად) უღებდა კბილებს, თუმცა ისინიც კმაყოფილები იყვნენ და მამაჩემიც - ყალახ-ყაკბარ!

)
(**ოვსი - პროსტა "ოსი" არ გეგონოთ, ტიპაჟია აეგეთი, ციბრა ოსს რომ იტყვიან)
This post has been edited by Stalker2005 on 18 Jul 2017, 11:06