satisობიექტურად შევაფასებ, მიუკერძოებლად (მიუხედავად იმისა ვის ვიცნობ პირადად და ვის არა):
ყველანი, ვინც ჩამოთვალე, კარგები არიან (არც სალომეა ცუდი

მიუხედასვად იმისა, რომ შესაძლოა ამდენად არ ჩანს საჯაროდ), ერთადეერთი მინუსი, რაც ხშირად მესმის ფორუმიდანაც და ისედაც, არის რომ თითქოს ერთი გარკვეული ტექნიკით მუშაობს ყვერლასთან, არ ვიცი რამდენად ზუსტია და მართალია
რაც შეეხება მარინა ჩიტაშვილს, პრაქტიკულად არ მუშაობს/პაციენტებს არ ღებულობს, უფრო მეტად თეორეტიკოსია, ნამდვილად ძალიან განათელებული და მცოდნე. ერთ-ერთი, თუ არა ერთადერთი, უძლიერესი სკოლა აქვს (მაგისტრატურა და ა.შ.) ფსიქოლოგიის კუთხით საქართველოში
ნანა ჩაჩუაც ასევე ძალიან კარგია, განათლებული ქალია და პრაქტიკოსი, თუმცა დაახლოებით ბოლო ერთი წელია მესმის სხვადასხვა მხრიდან, რომ როგორც ჩანს, დაიღალა და იმდენად აქტიურად აღარ მუშაობს და არ/ვერ იხარჯება სეანსებზე, როგორც ადრე (არ ვიცი, შესაძლოა არაზუსტი შეფასებაა, თუ ასეა ბოდიშს ვიხდი მასთან და დიდ პატივისცემას გამოვხატავ

)
ნათია ფანჯიკიძეც (ალასანიას მეუღლე, რომ არ იყოს, მწერალ გურამ ფანჯიკიძის შვილობაც ეყოფოდა) ასევე ძალიან კარგი სპეციალისტია, განათლებულიც და პრაქტიკულად მომუშავე, განსაკუთრებით არტ-თერაპიის და ნარკოდამოკიდებულების, თუ აზარტული თამაშების კუთხით