მოგესალმებით.
საზიზღარი დეპრესიები მაწუხებს პერიოდულად უკვე დიდი ხანია. პატარა აღარ ვარ, 45-ს გადავაბიჯე უკვე. ცოლი, შვილი არ მყავს.
დეპრესიებს იწვევს უპერსპექტივობა საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში. გაცნობა მიჭირს, ურთიერთობის გაბმა მიჭირს. მარცხის მეშინია.
ყელში ამოვიდა ფულზე ნაყიდი სექსი, როცა იცი, რომ არანაირი მომავალი არ აქვს ამ ურთიერთობას.
მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, პოპულარობით არ ვსარგებლობდი არც ადრე, არც ახლა.
გაცნობის საიტებზე ვიჯექი წლები, ვინც მე მომეწონა - მე არ მოვეწონე და პირიქით. ჩემთვის ჩიხია მანდ მეგობრის და პარტნიორის მოძებნა.
დაკომპლექსებული ვარ. პასუხისმგებლობის მეშინია ზოგადად. მაშინებს მარტოობის პერსპექტივა. სავარაუდოდ, სიყვარულის უნარი დავკარგე, თუ მქონდა საერთოდ

მე თვითონ მესმის, რომ კარგად ვერ ავხსენი ჩემი პრობლემები. აბდაუბდა გამოვიდა.
სავარაუდოდ მესაჭიროება ფსიქოლოგი/ფსიქიატრი/ფსიქოთერაპევტი, რომელიც ამ ფსიქო-სექსო კომპლექსების ლაბირინთიდან გამოსვლაში და სტრესისადმი მედეგობის გაუმჯობესებაში დამეხმარება. თუ გვიანი არაა. ნებისმიერ რამეს შეუძლია დეპრესიაში შემიყვანოს.
პრობლემების სათავე შეიძლება წარსულში, ბავშვობაშიც იყოს, არ ვიცი.
ტვინი აღარ მუშაობს. მაპატიეთ ასეთი არეული და გრძელი ტექსტისთვის.