მოიცა, ერთსაც დავწერ და მერე საკუთარი ფეხით გამოგყვები.
ცხონებული გია ჭანტურია რომ მოკლეს, ფიგურირებდა მწვანე ზაპოროჟეცი.
მაგ პერიოდში სამი მასეთი მანქანა მყავდა.
ერთი გარაჟში იდგა დატიუნინგებული, ერთი ეზოში ბლოკებზე, ერთი კი სოფელში.
გამოძიებას დაუწყია მაგნაირი მანქანების აღწერა.
მისულან სახლში და ცოლი მირეკავს სამსახურში აკანკალებული ხმით, ჭანტურია რად მოკალიო.
გავიქეცი სახლში და დამხვდნენ ყაზილარები.
ბლოკებზე შემდგარ მანქანას დაარტყეს კრუგი და არ ეტყობა ამას სიცოცხლის ნიშანწყალიო.
გარაჟში ვერ იცნეს რა მანქანა იყო.
მესამე გვაჩვენე გინდა თუ არაო. წამიყვანეს სოფელში.
მანქანასთან რომ მივედით ქათმები გამოფრინდნენ შიგნიდან.
კვერცხები წამოვკრიფე, პურუჭმელი ვერ გაგიშვებთ მეთქი

ჩაიქნიეს ხელი და სულ ხითხითით ჩამომიყვანეს უკან.
აჰა, ავგუსტინა, ცის დასალიერამდე გამოგყვები თუ გინდა
This post has been edited by 3Dmaster on 11 Aug 2017, 19:18