Heart_of_Darkness
ツンデレ

     
ჯგუფი: Moderators
წერილები: 5562
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16
|
#51494150 · 13 Oct 2017, 01:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ღამით, მაღვიძარა დილის 7 საათზე დავაყენე, თუმცა 12:00-ზე გამეღვიძა. ახალ გაღვიძებულს, გამახსენდა რომ სამსახურში ძალიან ბევრი საქმე მაქვს, თუმცა კონკრეტულად რა საქმე ბუნდოვნად მახსოვდა. გავქანდი სამსახურში, აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ სიმშვიდის და სიდინჯის მოყვარული ადამიანი ვარ და, იშვიათად, მახასიათებს ე.წ. ,,გაქანებები". სამსახურში, 17:00-მდე, თავდაუზოგავად, ვშრომობდი, ახალი პროექტის ლეგენდები დავწერე, ბაზა გავწმინდე, ახალი მონაცემები შევიყვანე, ბოლო პროექტის ანგარიშის წერა დავასრულე. ერთი იმდენი კიდევ მქონდა გასაკეთებელი, როდესაც გამახსენდა რომ დღეს ლექცია მაქვს და სტატიებია წასაკითხი. შევედი ბაზაში, გადმოვწერე სტატიები, დავბეჭდე, დავიწყე კითხვა და სწორედ ამ დროს, ჩემს თანამშრომლებსაც გაახსენდათ რომ შესვენების დროა. სწორედ ასე, სტატიების კითხვისთვის განკუთვნილი დრო, თამჩოს და ეკუნას ისტორიების მოსმენას შეეწირა. სახალისოა ის მომენტი, რომ ,,თამჩოს" და ,,ეკუნას" სახელების უკან, ზრდასრული ქალბატონები იმალებიან, რომლებისთვის ეს ,,საყვარელი გოგოს იმეჯი" (თუ სხვის პირადში ძრომის, მათთვის ჩვეული, მანერით შევაფასებთ) და კნინობით-ალერსობითი სახელის ფორმა, ჩემი გადმოსახედიდან, ფრიად შეუსაბამოა. მოკლედ, სტატიის კითხვისთვის განკუთვნილი დრო, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ,,ვინ ვისი საყვარელიას" ნარატივების მოსმენამ ჩაანაცვლა. წყნარ ოკეანეში მცხოვრები ლოკალური კულტურების სოციო-პოლიტიკური იერარქიების ანალიზთან შედარებით, მათ საოცრად მოსაწყენი და უინტერესო თემები განიხილეს. მაგრამ ჩემს თანამშრომლებს, იმ ხმაზე საუბარი, რომ სხვა არ შეაწუხონ არ შეუძლიათ. რას ვიზავთ, არავინაა უნაკლო. ბოლოს, დადგა ნანატრი 18:00, ლექცია 19:00-ზე მქონდა და მომიწია უფროსისთვის იმის ახსნა, რომ დღეს ადრე უნდა წავიდე, კი დამეთანხმა, არაა პრობლემაო, მაგრამ ისიც დასძინა, რომ ვერ ხვდება ,,რისთვის ვსწავლობ ამდენს". ,,ისედაც მშვენიერი სამსახური და კიდევ უფრო მშვენიერი ანაზღაურება მაქვს, საქართველოს სოციო-ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით" მოკლედ, კიდევ ერთი 15 წუთი, ვსაუბრობდით იმაზე რამდენად ღირებულია საქართველოს უნივერსიტეტების დიპლომი, უფრო სწორედ, ის იმ აზრს ემხრობოდა, რომ საერთოდ არ არის დიპლომი ღირებული; მე კი, უხილავ წისქვილებს ვებრძოდი და ვცდილობდი ამეხსნა, რომ რაღაცისთვის კი არ ვსწავლობ, არამედ სწავლის პროცესი მსიამოვნებს. როგორც ყოველთვის, ის თავის აზრზე დარჩა და მეც ინდიფერენტული პოზიცია დავიკავე. თბილისის გამართული საგზაო სისტემის და პიკის საათის წყალობით, საცობში მოვხვდი და ლექციაზე დამაგვიანდა. ლექციაზე ყველაფერზე ვისაუბრე, გარდა იმ სტატიისა, რომელიც დღეისთვის მქონდა. საბოლოოდ, სახლში 22:00-ზე მივედი და კომპში მეილი დამხვდა, რომ სასწრაფო საქმე მაქვს გასაკეთებელი. ერთი საათ-ნახევარში დავასრულებ ამ საქმესაც და დავიძინებ. და ასეა მთელი კვირა... მაღვიძარაც, დავაყენე დილის 7-ზე. ხვალაც, უკვე დღეს, ისევ გადარბენაზე ვიქნები.
|