დღეს სამსახურში, ჩემმა თანამშრომლებმა რასაც ქვია, დაჭამეს ერთმანეთი.
ერთი ზრდილობიანი გოგოა, მეორე კაპასი, თავის შეცდომებს რომ ვერ აღიარებს ისეთი.
ჰოდა, ზრდილობიანმა შეცდომა აღმოუჩინა და თავაზიანად მიუთითა მასზე,
იმან, როგორ მაკადრებო და ამოვარდა ქარიშხალი.
სამზე დაიწყეს და შვიდ საათამდე გააგრძელეს,
მთელი განყოფილება ჩაერთო მათ გარჩევაში.
ერთი ცდილობდა დაემტკიციბენა თავისი მსჯელობის მართებულობა,
მეორე კი ნაგლად ამტკიცებდა, რომ შეცდომა მან კი არა ყველამ დავუშვით.
ბოლოს, ზრდილობიანი დაიშოკა, ასეთი არაფერი მინახავსო თქვა და წავიდა. მეორემ კარი გაიჯახუნა და ისიც გაგვეცალა.
უფროსი მე მომიბრუნდა და სეირის მაყურებლის მზერით, მკითხა შენ რატომ არ ერთვებიო.
როგორც ბებიაჩემი მასწავლიდა ორი ქალის ჩხუბში არასდროს უნდა ჩაერიო-მეთქი, ისეთი ხმით ვუთხარი თითქოს ჭეშმარიტებაზე ავუხილე თვალი.
ასეთი ,,მხიარული დღე" მქონდა, კონცენტრაციაში ხელი შემიშალეს.
ვზივარ ახლა და სამსახურის საქმეებს, სახლიდან, ვაკეთებ.
ბოლოს, თავაზიანმა მისაყვედურა, რატომ დაიკიდეო.
მეც მშვიდობის მტრედის ფუნქცია მოვირგე და მთელ ჩვენს განყოფილებას მივწერე,
იმეილში ფაქტები გავაერთიანე და შევეცადე არგუმენტირებულად ამეხსნა სად იყო შეცდომა და რამ გამოიწვია ის.
მოკლედ, ისეთი დელიკატური ვიყავი, რომ შეცდომა დროს და გარემოებებს გადავაბრალე.
ერთიც შევაქე და მეორეც