დღეს სამსახურში, რომ მივედი ყველანი გატრუნულები დამხვდენ, თავიანთ ადგილებზე.
ეს დღეებია ისეთი ომი გადავიტანე - ბასიანი და დიდგორი მიმიქარავს.
სანამ წასული ვიყავი ყველაფერი არეულა. ჩემს ოთახში ის უნამუსო ტიპშა შეძურწულა. რომ მივედი კაბინეტის კარები შევაღე და ეგ ვნახე ჩემს მაგიდასთან მოსკუპებული მზად ვიყავი რაც გარშემო იყო ყველაფერი დამელეწა. ყურებიდან ბოლს ვუშვებდი. არც გამარჯობა ვუთხარი არც არაფერი. მოვაჯახუნე კარი და ბოსთან წავედი. მერე ბოსის კარები დავხურე შიგნიდან და კლიტეზე ჩავკეტე, რომ არავინ შემოსულიყო. მე და ბოსი ვართ მარტო ოთახში:
ვეკითხები:
- იმ უნამუსოს რა უნდა ჩემს კაბინეტში?!
იმანაც ბლუკუნით დაიწყო..
- რომ არ იყავ..
არ დავამთავრებინე
- არ ვიყავი რას ნიშნავს. ეხლა ხომ აქ ვარ. რა უნდა ჩემს ოთახშითქო?!
ვიცოდი რომ ისიც აყვირდებოდა და პრავების კაჩავს დაიწყებდა. აგერ ბოსი მე ვარო.
მეც არ მოვაკლე. მერე მითხრეს ისეთი ყვირილი გამოდიოდა თქვენგანო გვეგონა ან ერთი გამოვიდოდა ცოცხალი ან მეორეო.
ბოლოს ვუთხარი, რომ დროზე გამოეპინტრიშებინა იქიდან. 2 დღე არ მივედი. სახლიდან ვმუშაობდი. მერე როგორც იქნა გაისმა ზარი და ბოდიშებით და თხოვნებით.... მითხრა მივსულიყავი.
ის უნამოსო გმოსული დამხვდა და თავის კუთხეში მიეწუწა.
------
იმდენი ჩარტი დამხვდა მაგიდაზე თურმე რაც წავსულვარ 3 კაცი მისეულან და ნახევრს მორჩენ. მეორე ნახევრის გაკეთება მე მომიწია. 18 დღის დანაგროვები ფაილები. 4 დღე დილის 7-იდან ღამის 11 საათამდე ვეგდე მაგ წყეულ ოფისში.
ვიცოდი, რომ ყველანაირად შეეცდებოდნენ ჩემი დასვენება ჩაემწარებინათ და ყელში ამოედინათ.
არ მივეცი ამის უფლება.
ხვალ ყველაფრის რეორგანიზაციას ვაპირებ. უნდა იცოდეს ყველამ თავისი ადგილი. თან ეს ძალები რაც მაქვს მომარაგებული, სწორად უნდა მივმართო და პროდუქტიულად გამოვიყენო