მესამე დღეა თრაბალშუტერად ვმუშაობ.
ოღონც არ მახსოვს, რომ ჩემი ნება-სურვილით დამეკისროს ეს მოვალეობა.
ისე ტექნიკურად შემომტენეს, რომ გაღიმებული დავრჩი.
აი, ვამუღამებ უკვე რაღაცებს: ,,დიახ, გისმენთ, რით შემიძლია დაგეხმაროთ?"
ან ,,თქვენი ზარი იყო შემოსული, თქვენ X ბრძანდებით? რით შემიძლიათ დაგეხმაროთ?"
,,როგორ მოგმართოთ... დიახ, ქალბატონო ლია", ,,ახლავე, ბაზაში გადავამოწმებ",
,,დიახ, სწორედ რეკავთ, მე დაგეხმარებით"...
,,სასიამოვნო დღეს გისურვებთ".
თან ისეთი კონტიგენტი მირეკავს, მეღიმება.
საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან მირეკავენ, რაიონების კილოსაც კი ვარჩევ, უკვე

ამ ღიმილზე პოზიტიური ხმა მაქვს და მათაც სიამოვნებთ.
როგორც ჩანს, აღმომაჩნდა ქოლ-ცენტრის თანამშრომლის მონაცემები.
მთავარია, 30-მა კაცმა ერთდროულად არ დამირეკოს. მაგაზე ცუდად ვხვდები.
ცოტა ხნის წინ, ნომერი გამოვცვალე და ნომრის წინა პატრონს მირკოსაფინანსოს სესხი ჰქონია.
ახლა, მე მირეკავს სესხების ამომღები კომპანია და უკვე, დავიღალე იმის ახსნით, რომ ლევანი არ ვარ.
აი, მანდ მუშაობას ვერ გავქაჩავდი, ამ კვირაში უკვე 5-ჯერ დამირეკეს. ზოგჯერ მიმესიჯებენ კიდეც.
ვერ ვარწმუნებ, რომ არ ვარ ლევანი
იმდენად მოსაბეზრებლები არიან, მინდა რომ ვეუხეშო.