დავეპერტყე ჩემს ადგილზე და დავიწყე ფაილების შევსება. გუშინ გადატვირთული სამუშაო დღე მქონდა. დღეს ნაადრევად მოვრჩები იმედია.
საათის გადაწევის დრო რომ მოდის ნოემბერში 1-სთ-ით უკან ეგ არ ავიწყდებათ იმიტომ, რომ 1სთ-ით მეტი გამოსდით ძილი და მარტში, როდესაც 1 სთ-ით წინ უწევს გადაწევა ეგ ყველას ავიწყდება

ან მშვენივრად იციან უბრალოდ იმიზეზებენ

ამ დღეებში ყველანი დასტოპებულები არიან ჩემთან. ალბათ მასტერკლასი რომ ჩავუტარე მაგიტომ. დღეს ლანჩზე უნდა გავიდე რაღაც გზავნილები უნდა ავიღო საქართველოდან.... ზაფრანა გამოატანეს. რაში მჭირდებოდა ზაფრანა?! ბაჟეში გავაკეთებ ხოლმე ://
დღეს კიდევ კარგი კსიუშამ დამახვედრა მაგიდაზე ჩემი ჩაი. იცის ხოლმე, რომ ორშაბათობით ჯინსენგი და თაფლის ჩაის ვსვამ. ყოჩაღი გოგოა. თუმცა ის მეწყინა ცოტა რომ იმ ალქაჯებთან ჭორაობდა რაღაცაზე. მაგათ როგორ უნდა გაუყადრო თავი ://
არაუშავს. მთავარია იმ პოზიციაბს ვიბრუნებ ნელნელა რაც წასვლის წინ მქონდა.
დღეს კიდევ დიდის ამბით გამოვეწყვე კოსტუმ-გასტუკში. ოფიციალურად!... და მერე ეს ნასკები ამოვიცვი.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
საწყალი ნიკალა, რომ ცოდნოდა ერთ დღეს მის ნახატებს ფეხზე ამოიცვამდენ საერთოდ შეეშვებოდა ხატვას
This post has been edited by დაშლიი? on 6 Nov 2017, 19:39