წინასაახალწლო პერიოდი არის საშინელება,დამატებით ვიღებთ უამრავ საქონელს,
ყველას ყველაფერი ეჩქარება,ერთბაშად გიწევს ათასი რამის კეთება და სტრესებიც მატულობს.
გუშინ მეგონა რომ დავბრამვდი
საკმაოდ მაღალი მინუსი მაქვს და სათვალის ან ლინზების გარეშე ვერ ვმუშაობ.უცებ ვიგრძენი რომ კიდევ უფრო ცუდად ვხედავ,გავიხედე ფანჯრიდან,ცა ისეთივეა როგორიც იყო,ანუ არ ჩამობნელებულა,ოთახს დიდი ფანჯარაა აქვს და მზიანი თუ ღრუბლიანი ამინდი ძალიან მოქმედებს.სათვალეც გავწმინდე,სინათლე ხშირად ქრება და გენერატორზე გადადის,მაგრამ ესეც გვაქვს,არ ჩამქრალა.უკვე ეჭვი მიჩნდება რომ მე დამემართა თვალებზე რაღაც,ბოლოს ავიხედე ზემოთ და ნათურა დამწვარა სანათზე.
დავრეკე სამონტაჟოში,გამოცვალეს ნათურა და გამოვიხედე თვალში