ჩავრჩი ბათუმში. ზღვა არ მომეწონა დიდად, დავიწვი.
წავედი ზემო აჭარაში. ხულომდე ავედი, მერე ჩამოვედი, მერე ისევ ავედი.
გზაში, საფულე დავკარგე, ამიტომ ავტოსტოპით ჩამოვედი ბათუმში.
გზაში სულ კარგი ტიპები მხვდებიან.
ბათუმში, ბარათიდან ბოლო ფული მოვხსენი. ცოტა იყო და კარავში მძინავს, ჰილტონთან.
თბილისში ჩასვლა დამიგვიანდა. კი, სამუშაოს საქმეზე ვარ, მაგრამ მთაში სეირნობის გამო, ის საქმე დამიგვიანდა.
ვიღას ახსოვდა მუშაობა.
თუმცა, დღეს, სამსახურის საქმეები შემახსენეს და ნახევარი დღეა ვზივარ ,,მაკდონალდში" და აქედან ვმუშაობ,
საზიზღარი ინტერნეტი აქვთ, მაგრამ სულ არაფერს ჯობია.
კიდევ კარგი ლეპტოპი წამოვიღე.
თუ ვინმე ბათუმელი ხართ, შემიფარეთ ერთი-ორი ღამით
თორემ გუშინ ღამე და დღეს საღამოთი ისე წვიმდა,
უკვე მეშინია ფილტვების ანთება არ ავიკიდო.