ჯერ ასე ძალიან კვირის დასრულება არ გამხარებია,
როგორც იქნა ორი ანგარიში დავწერე და გადავუგზავნე,
კიდევ ორი დამრჩა, შაბათ-კვირას მოვრჩები,
მაინცდამაინც ახლა იყო 4 ანგარიში დასაწერი.
კონტრაქტორები შვებულებებიდან გადმოვიდნენ და დღეს, ყველას გავახსენდი.
ყველაზე მარტივ საქმესაც კი უფრო მეტ დროს ვანდომებ, დამღლელია.
დღის ბოლოს, ბონუსები ჩაგვირიცხეს და ბანკში ჩავედი, სახლთან ახლოსაა,
ჰოდა, ისე მაგრად გამოვიყურები, გზად, ბავშვების შეშინებაც მოვახერხე