რამდენი ფლოსტია...
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ძველი იუზერებიც დაბრუნდენ
პ.ს. ოფტოპიკები არ იყოს რა... არსებობს PM
-------------------------
დღეს სამსახურში ყველაფერი იდეალურად იყო... პირველი მე მივედი ოფისში, მერე ჩემი მიმღები თავისი ბავშვით, მერე ასისტენტები და ბოლოს ბოსი ვერხუშკასავით. იდეალურად ჩავეტიე დროში. ყველაფერი ბოლომდე მივიყვანე. ბრუკლინიდანაც როგორც იქნა მოაღწია 2 კვირისწინ გაგზავნილ თხოვნებზე პასუხმა. ეტყობა დასასვენებლად იყვნენ წასულები.
დღეს ჩემი ბოსი ღია შეტევაზე გადმოვიდა. შენთვის გოგო არისო... ისე გავხედე ადგილზე გაშეშდა. იცის, რომ არ მიყვარს ეგეთები. ენა მუცელში ჩაუვარდა. მერე ბლუკუნით გააგრძელა არ ვიცი უნდა გითხრა თუ არაო... მე ვუთხარი - კარგად დაფიქრდი სანამ რამეს მეტყვითქო.

ისიც მიხვდა, რომ უნდა გაჩერებულიყო. :// ეხლა რამოდენიმე ვარიანტია: 1) თავის მაზლის გოგოზე მეუბნებოდა, რომელიც აი ყველაზე მაგარი გოგოა ვინც კი აქამდე მინახავს (ეს საუკეთესო ვარიანტია) 2) მაღლა, რომ "ხაზეიკაა" იმას უნდოდა ვიღაცის გარიგება (უფრო სწორედ მოსაღებას ცდილობდა) 3) გვერდითა ოფისში, რომ პედიატრშაა ის ჩიხრიფირთობდა ამ ბოლო დროს ჩემთან.. სულ მეუბნებოდა: ყველასთვის სასურველი სიძე ხარო

4) კლიენტებიდან უნდოდა რამოდენიმეს... მოკლედ არ მაინტერესებს!!! ძალიან კარგად იცის, რომ არ მევასსება ეს აღა-მაჰმად ხანის დროინდელი მაჭანკლობები და იდიოტობები.
თუ სამსახურია ყველამ იცოდეს თავისი ადგილი და ნუ გადმოფიან საზღვრებზე... ალბათ იფიქრა, რომ კალათბურთს რომ ვუყურეთ... თითქოს მაგ პონტში ჩამიბრატდა. კიდევ კარგი არ გააგრძელა თორემ სერიუზულს ავარტყავდი. რას ჭორიკნობ ბლინ კაცი არა ხარ? წადი საქმე გააკეთე, 2 წელია ერთი ფაილის შევსება ვერ გისწავლია ამხელა ვირზილას. კარგია, რომ სტოპზე მყავს და ბევრს არ ვაბედინებ. ისე კი საინტერესოა მაგის მაზლის გოგოზე მეუბნებოდა?
This post has been edited by დაშლიი? on 9 Aug 2017, 04:32