დღეს, პრეზენტაცია მქონდა,
ყოველი თვის ბოლოს კლიენტს შედეგებს ვაცნობთ ხოლმე,
ჰოდა, ერთი კონტრაქტორია, ამ პროექტზე ყველაზე ხშირად მასთან მიწევს ურთიერთობა,
ნორმალური, სასიამოვნო ქალია ტელეფონზე და იმეილით როცა ვესაუბრები,
აი, პრეზენტაციებზე კი არ ვიცი რა სჭირს, გავა-გამოვა ჩემს ასაკს გადმოსწვდება,
ჩემზე ერთი ათი წლით უფროსია, თან მეც იმაზე უფრო პატარად გამოვიყურები ხოლმე, ვიდრე ვარ,
შუა პრეზენტაციის დროს, მკითხავს, სრულიად უადგილო დროს,- ,,თქვენი გამოცდილებით როგორია,
მე 5 წელი იქ ვმუშაობდი, იქ ასე იყო.. მერე 3 წელი იქ ვმუშაობდი, იქ ასეთი პრაქტიკა გვქონდა.. თქვენ როგორი გამოცდილება გაქვთ?"
მეც ვცდილობ თავაზიანი პასუხი გავცე.
ის კი მერე ცდილობს ჩემს დაწერილ ანგარიშში რაღაც შეცდომა იპოვოს და იმაზე მიმითითოს,
თან არ სიამოვნებს როცა ვუხსნი, რომ ის რაც შეცდომად მიიჩნია, ლოგიკურად დასაბუთებადია მონაცემია...
ჩემს ქიმიის მასწავლებელს მახსენებს.
მოკლედ, დღეს, ყველა ყურის აწევის მცდელობას გავუძელი