Desmond Milesეკრანში კიდევ ჩემი ეკრანი რომ დავინახე, ცოტა დავიძაბე, სანამ მივხვდებოდი რა ხდებოდა.
აუ რა მაგარი პასტების და საკანცელარიო ნივთების ჩასადები გაქვს. ჩემი სუსტი წერტილია საკანცელარიო ნივთები. სამი სხვადასხვანაირი ტიპის მიდევს დ მაინც სხვისკენ გამირბის თვალი.
ხო რაც შეეხება უფროსის კომპეტენციას, უფროსი თუ კომპეტენტურია კარგია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია კარგი მენეჯერი იყოს და კომფორტული გარემო შეუქმნას თანამშრომლბს. თუ მენეჯმენტი კარგად არის აწყობილი და კარგი სამუშაო გარემოა, გუნდი თავად წაიყვანს საქმეს.
კარგი უფროსი ყოველთვის ეკითხება აზრს თანამშრომელს, ერთდ მსჯელობენ და ერთად იღებენ გადაწყვეტილებას და ისე მიჰყავს საქმე რომ სულ არ ჭირდება სფეროში კომპეტენცია. კარგი გუნდი წარმატებასაც ერთად იზიარებს და წარუმატებლობასასც.
შეიძლება უფოსი კომპეტენტური იყოს სფეროში, მაგრამ ისე დაგაგლიჯოს ნერვები, სამსახური კი არა, სიცოცხლე აღარ მოუნდეს ადამიანს.
თუ ისეთი უჭირავს, რომ ,,მინდა ვიყო უფროსი'' ეგ სხვა საქმეა და კომპეტენციასთან კავშირში არ არის.