დღეს, ორი ახალი დიდი პროექტი დამემატა.
კი მიხარია, მაგრამ იმდენი საქმეა, გვიანობამდე მომიწევს მუშაობა.
ერთ პროექტზე მუშაობისას დავრწმუნდი, რომ ყველაზე დიდ და ბრენდულ კომპანიებშიც კი ,,ეიჩარებს" ნაცნობობით იყვანენ

,,ეიჩარმა" ისეთი დოკუმენტი გადმომიგზავნა, რომ ეტყობა ახლა სწავლობს:
,,ვიკიპედიიდან" დაკოპირებული სტანდარტები...

სამი სხვადასხვა ფონტი 5 გვერდიან ტექსტში, მრავალწერტილის ნაცვლად ,,ხუთწერტილი" და ,,ცხრაწერტილი"...

არადა, ორი წლის წინ, ზუსტად ამ კომპანიაში მქონდა გაგზავნილი რეზიუმე და არ ამიყვანეს,
საათნახევარი მალაპარაკეს და ბოლოს, დამიწუნეს იმის გამო, რომ არც ბიზნეს ადმინისტრირებით მქონდა უნივერსიტეტი დამთავრებული და არც ,,შრომის და ორგანიზაციის" ფსიქოლოგის დიპლომი მეჭირა ხელში.
თან ,,ძალიან ახალგაზრდა ვიყავი ამ უაღრესად საპასუხისმგებლო სამსახურისთვის".
არადა, იშვიათი კურსი მაქვს გავლილი, მომწონდა ამ სფეროში მუშაობა და მომსახურების სტანდარტებს ,,გუგლიდან" ან ,,ვიკიპედიიდან" არ ვაკოპირებდი.
საწყენია
ახლა, კი უფრო საინტერესო პოზიციაზე ვმუშაობ, მაგრამ მაინც...