სერიოზულად აღქმა არ ღირს : ) ჩემთვის კიდევ ერთი დროებითი, ვირტუალური გასართობია. სხვა დროს შეიძლება არც მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ ესეც განწყობაზეა დამოკიდებული. ვერც ერთ გადაწყვეტილებაში ვერ ვხედავ პრობლემას. უაზროდ უარყოფითი აგრესია რომ იფრქვევა და ავადმყოფები რომ ერთვებიან აქტიურად ძალიან საცოდავი ფაქტია, მაგრამ სხვანაირებიც ხომ მონაწილეობენ. დარწმუნებული ვარ, რომ პოზიტიური განწყობაც ბევრს შეექმნა, სითბოს გაცვლაც მოხდა და ბევრსაც გაეღიმა (სხვადასხვანაირად)

ყოველთვის შეიძლება დადებითზე აქცენტის გაკეთება (თუმცა, ყოველთვის ასე არ ვფიქრობ)

უბრალოდ, ზაფხულს უხდება სიმარტივე : ))))
ალბათ, ამისთვის იყო "საჭირო", მსუბუქი ინტრიგა, მორიგი სისულელე, რაც ჩვენზეა დამოკიდებული სასიამოვნო სისულელედ ვაქცევთ თუ პირიქით ^_^
ისე, რა სახის წერილს დაწერ, ამით საკუთარი მდგომარეობა, დამოკიდებულება, ურთიერთობის ხარისხიც აისახება - რაღაც მომენტში. და სხვადასხვა სიტუაციაა. მაგალითად: მე არ მყავს ისეთი ადამიანი, რომელსაც რაღაცას პირისპირ ვერ ვეუბნები, ვერ გამოვხატავ, ვუმალავ და ა.შ. ანუ, არ არსებობს ისეთი რამ, რისი კონკრეტული ადამიანისთვის თქმის სურვილიც მაქვს, მაგრამ ვერ ვამბობ. ნუ, ყოველთვის არსებობს წარსული, რომელიც წარსულია და აღარ უბრუნდები და არსებობს ისეთი ურთიერთობები, სადაც თქმის სურვილი არ გაქვს, არ ღირს, რასაც sarahah - ი არ უშველის : ) მაგრამ ხუმრობა, სასიამოვნო გულწრფელი წინადადების მიწერა, დადებითი განწყობის შექმნა, სითბოს გამოხატვა ყოველთვის შეიძლება, თან ქართველებს ამ საკითხში ცოტა გვიჭირს, პროფესორობისთვის, აღზრდა-დარიგებისთვის, ჩხუბისთვის, აგრესიის და შურის ფრქვევისთვის ყოველთვის მზად ვართ, მაგრამ გაღიმება, კომპლიმენტის თქმა, სასიამოვნოს გაცემა გვიჭირს და გვეხამუშება
ხომ ვითომ არაფერი, მორიგი ვირტუალური გასართობი, მაგრამ, მაინც სასიამოვნო იყო მხოლოდ დადებითი წერილების მიღება, ამიტომ ნუ გეზარებათ დადებითის გაცემა ^_^
" ყოველთვის მოიპოვება შირმა,რომელსაც შეიძლება ამოეფაროს ადამიანი"...
/ე.მ.რემარკი/