არ ვგიჟდები გერმანიაზე.არ არის ის ქვეყანა, რომელშიც სიამოვნებით ვიცხოვრებდი,ცხოვრებას საინტერესოდ, აქტიურად, ამაღელვებლად გავატარებდი.
მაგრამ თუ მოვახერხებ დავრჩები აქ წლები.მთელი ცხოვრება ალბათ მაინც ვერა.....ერთადერთი მიზეზი რის გამოც დავრჩები არის ის შესაძლებლობები, რომელსაც ეს ქვეყანა მაძლევს
1)ევროპაში შემიძლია უამარტივესად და შედარებით იაფად მოგზაურობა.
2)კარგი ხელფასი მექნება და თან ევროში.ლარს სჯობს....მოგზაურობა ისეთი ძვირი არ დამიჯდება როგორიც საქართველოდან.საქართველოდან ჩემი სურვილების ასრულება ფაქტიურად შეუძლებელია და მარტო ოცნების დონეზე დარჩება.
არ ვიცი რატომ მაქვს ასე მძაფრად ბოდიალის მოთხოვნილება. წლები ვიბოდიალებდი,ასე მგონია
მინდა ბევრი ქვეყნის,ხალხის,კულტურის გაცნობა
რომ შემეძლოს რამდენიმე თვე გავჩერდებოდი თითო ქვეყანაში.
არც ბევრი ფული არ არის საჭირო.საკმარისი უნდა გქონდეს.მაგას აქვს მუღამი

) ხუთვარსკვლავიან სასტუმროში თუ გამოიჭიმე რა აზრი აქვს

))
ამ ბოლო 1 წელში ჩემთვის თითქოს სამყარო დაპატარავდა.ადრე უფრო დიდი მეგონა
ალბათ იმიტომ, რომ მაქსიმალურად ბევრი ვიარე და დავინახე, რომ სულაც არ არის შეუძლებელი,რთული და ძვირი როგორიც მეგონა.ჩაჯდები ავტობუსში და რამდენიმე საათში უკვე სხვა ქვეყანაში ხარ
რა ქმარი და რა შვილი როცა ასე საინტერესოდ შეიძლება ცხოვრების გატარება

))) არ უნდა თქვა ადამიანმა ასეთ შესაძლებლობაზე უარი.არავითარ შემთხვევაში.
ჯერ მარტო 1 წელია ვარ უცხოეთში.ჩემთვის მეორე ქვეყანაა, სადაც ვიცხოვრე და ასე მგონია თვალები ამეხილა.მაქამდე ბრმა ვიყავი
წარმომიდგენია კიდევ სხვა ქვეყანაში დიდი დროის გატარება რამხელა გამოცდილება იქნებოდა ჩემთვის.რამდენად განვვითარდებოდი პიროვნულად
მოკლედ, მგონი ჩამოვყალიბდი იმაზე რა მინდა ცხოვრებაში....