#51148552 · 15 Aug 2017, 00:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
vano22
QUOTE | ის გოგო ცოცხალი როცა იყო ანუ სანამ გარდაიცვლებოდა წინა დღეს ან 1 კვირის წინ გრძნობდა ამ სინდისის ქენჯნას? |
ჰოდა იქამდე რომ არ გრძნობდა, ზუსტად მაგაშია საქმე. ყოველთვის რაღაც მომენტი ხდება გარდამტეხი ადამიანის ცხოვრებაში. გარდატეხა თავისით არ ხდება. ამ შემთხვევაში კი იმ გოგოს სიკვდილი იყო. ყველაფერს რაღაც აძლევს ბიძგს, ბიძგის გარეშე სრული უმოძრაობის მეტი არაფერი იარსებებდა გარშემო.
QUOTE | ადამიანის ტვინი ისეთი მამაძაღლია 1 წამში შეუძლია 50 წლის ნაწვალები საკუთარი ხელით დაგანგრევინოს |
და რა ნაწვალებს ანგრევინებს ეხლა საკუთარი ხელით თავისი ტვინი. ერთადერთი რისი შეცვლაც ადამიანს უნდა, თავისივე საქციელია. როცა უარესს უკეთესისკენ ცვლი, ნგრევა ამ პროცესის თავისთავადი ნაწილია. მაგრამ ნგრევა ზოგადი ცნებაა და აუცილებლად ცუდ შედეგს არ განსაზღვრავს. ცუდის ნგრევა კარგის ასაშენებლად დადებით მიზნებს ემსახურება. ნუ ფისქოლოგებზე და მღვდლებზე პოლემიკისგან თავს შევიკავებ. *Artless*მადლობა  ცოტა ფსიქოლოგობანა ვითამაშე, არაპროფესიონალურად, ჰობის დონეზე * * * QUOTE | უბრალოდ მგონია, სულ რომ 60 წლის ვიყო ეს ამბავი მაინც სულ გამახსენებს თავს
|
რაც შეეხევა ამას. გარდამტეხი მომენტი იმიტომაა გარდამტეხი, რომ არასოდეს გვავიწყდება. თორემ რაც გვავიწყდება, ის ვერც ვერაფერს ცვლის. ყოველდღიურად ათასობით რაღაც ხდება და იქიდან ან ყველა გვავიწყდება ან 999. მთავარი ზუსტად ის ერთია, რომელიც ყოველთვის დარჩება.
This post has been edited by Don ST on 15 Aug 2017, 00:56
|