
ჩემს სახლში ჩვენ ორნი ვცხოვრობთ,
სახლი ტყის პირასაა, საძინებელი ტყის მხარეს, ქარიან ღამეს ხშირად ხეებს ვუსმენთ ძილის წინ,
საღამოობით ზოგჯერ ტერასაზე ცხელ ჩაის ვსვავთ და წიგნებს ვკითხულობთ,
საქანელაში ძილი გვიყვარს,
სახლი ძველია, ნაბიჯების ხმა ისმის ზოგჯერ, მაგრამ სიმყუდროვეს არავინ გვირღვევს მუსის გარდა,
მუსი ჩვენი კატაა, ზოგჯერ თვეობით იკარგება მაგრამ შინ ისევ ბრუნდება, არ გვტოვებს…
სახლში ზოგჯერ დარჩინის და ვანილის სუნი ტრიალებს, ზოგჯერ ტყის კენკრისაც
გააჩნია რას ვაცხობ,
მერე საღებავებთან ვჯდები და თითები თავის საქმეს აკეთებენ,
ხატავენ უსასრულობამდე, ფუნჯები ფერებს ურევენ და ქაოსიდან რაღაც იქმნება,
კლასიკას ვუსმენთ, ფრენკიც გვამხიარულებს ზოგჯერ
მისი დაწერილი ლექსები მხვდება მაგიდაზე ყოველ დილას,
ლექსი თუ არა ჩანახატი და ესაც თუ არა გვირილებია უკვე ჩემი,
ჩემი თავშესაფარია…