ვივიანავივი, როგორ ხარ?

კი, დავგეგმე. სულ 4 დღეღა დამრჩა.

"მოხუცმა ჯამბაზებმა" გაასწორა. კავსაძე აი უძაანმაგრესად თამაშობდა. გარეთ ვარსკვლავიც ჰქონდა მას და ჯემალ ღაღანიძეს
ერთი მომენტი იყო საქართველოდან წასულებზე: მათ კი ენატრებათ ქვეყანა, საკითხავია ქვეყანას თუ ენატრებაო.
კიდევ ძაან ბევრი კაი მომენტი იყო. მსახიობები უმაღლეს დონეზე ასრულებდენ.
სკამები მოუხერხებელი იყო, ვენტილაცია არ იყო დარბაზში, ყველა მობილურით იღებდა და ყურადღება გეფანტებოდა. გვერდით ვიღაც წიკიანი მეჯდა.
ამის და მიუხედავად ძალიან მაგრად ჩაიარა სპექტაკლმა იმიტომ, რომ მსახიობები იყვნენ შეუდარებლები.
ბილეთების შოვნა იყო კატასტროფა. სამინისტროდან იყო დაჯავშნული. ეხლაც ვერ იშოვი ბილეთებს თუ "ზემოდან" ზარი არ გააშვებინე : ))
თუმცა ღირდა ამდენ წვალებად. აი ყველაფერი მშვენივრად იყო. : ))
შესვენებაზე ბევრი ნაცნობი ვნახე. სამხატვრო გალერეის ხელმძღვანელი - თემო გოცაძე, კარავაჯოს გამოფენაზე დამპატიჟა. კიდევ უამრავი, რავიცი - ოჯახის მეგობრები. თავად თეატრი ძალიან ლამაზი იყო. სუფთა და კეთილმოწყობილი. კიდევ კაი შესასვლელთან, მობილურზე სკანირების აპარატიც ჰქონდათ - მეგონა ბილეთის ამობეჭდვა მომიწევდა. : ))
სპექტაკლის ბოლოს გაიხსენეს წარსულები: მედეა ჩახავა, გურამ საღარაძე... ეგ იყო მართლა ამაღელვებელი მომენტი. ://
ამხელა მსახიობები, რომ წავიდნენ იმ ქვეყნად.
სპექტაკლშიც იყო ეგ ფრაზა: "ნეტავ იმ ქვეყნადაც არის თეატრიო?" : ))
http://radikal.ru/video/RygVu4tQxAF
Corpse_Brideშთაბეჭდილებები ბევრი იყო. მართლა შეუდარებელი იყო... თბილისობამაც მშვენივრად ჩაიარა. დილით მთაწმინდაზე ავედით, იქაური ცნობილი ფუნთუშები მივირთვით. ულამაზესი ხედი იხსნებოდა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მერე ველიამინოვში წავედით. ისე გამეხარდა, ისევ ის ტიპი იყო მოლარედ ხინკალს რო ჰგავს და ისევ იმ ხის ჩოთქით ითვლის ხურდას

ვიღაცამ ჰკითხა რამდენი გვაქვს გადასახდელიო ამანაც ომახიანად შესძახა ორმოცდაათიო. ზუსტად კი არ დაუთვალა

რამდენ ადგილას არ ვიყავი: სტელაში, ბერნადინოში, ესტრელაში, მაჭახელაში, შემოიხედე გენაცვალეში კიდევ რაღაც ჭღრ-პღრ ადგილებში, მაგრამ მანდ მაინც სულ სხვააა. აი ნამდვილი ჰარდქორ ძირძველი თბილისი

მერე გარეთ რო გამოვედით ბერბერის მაღაზიაზე რატომღაც "ბარბერი"ეწერა ://
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მერე კარავაჯოს და ბოტიჩელის გამოფენაზე ვიყავით.. ზემოთ: ფიროსმანი, კაკაბაძე, გუდიაშვილის ნახატებიც ვნახეთ... ნიკოლაძის ქანდაკებებიც. როდესაც აქ ცხოვრობ მაშინ მობეზრებული გაქვს სულ რომ ჩაგძახიან... ოოო ფიროსმანი, ოოო ესა, ოოო ისა. გუშინ რომ შევხედე fresh თვალით, იმდენი რამ აღმოვაჩინე, რომ რეალურად ეხლა ვაღიარე

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
საღამოს მარჯანიშვილზე... მერე კიდევ ხელმეორედ სახინკლეში და დილამდე სმა. რეალურად ეს დღეები გასააზრებლად დრო არ მყოფნის იმდენი რამე ხდება. დილით გავდივარ და ღამის 5 საათზე შემოვდივარ სახლში. შემოვდივარ რა... შემოვხოხდები


დღესაც იმდენი რახარუხი იყო გარეთ... სალიუტები ://
ხვალ ბათუმში ვაწვები...
https://www.radissonblu.com/en/hotel-batumiძაან მაგრად მაინტერესებს ბათუმი. ნეტავი ისეთი მაგარია, როგორც ფოტოებში ჩანს? : ))))
sophkaუსიტყვოდ
This post has been edited by დაშლიი? on 9 Oct 2017, 01:02