რით დავიწყო არც კი ვიცი... ის ვიცი რომ შავი გივია არ მონაწილეობს ამ ამბავში...
ტეტრისი გითამაშიათ? ჰეჰ, ჩაგეღიმათ ხო? ტეტრისი ვის არ უთამაშია...
პატარა ხელის სათამაშო კომპიუტერები რომ იყიდებოდა მანდ გითამაშიათ?
თუ დაახლოებით ჩემი ასაკის ხართ, ალბათ კი...
საქმე რაშია... ტეტრისმა ბევრი რამ მასწავლა.
ვისაც ბევრი გითამაშიათ და კარგად თამაშობთ ალბათ არასდროს არ აგებდით ხო?
თუ სისწრაფის მომატება არ გქონდათ ჩართული...
რამოდენიმეჯერ ცხრიანებით მაქვს ავსებული ქულების ველი, ელემენტის დაჯდომამდე მითამაშია წაუგებლად დაპაუზებებით...
ანუ, თამაში ისე იყო დაბალანსებული, რომ ძალით უნდა წაგეგო. ხშირად ძალით ვუშვებდი შეცდომებს და მომდევნო ფიგურები ისეთები მოდიოდა, რომ ამ შეცდომის გამოსწორებაში მეხმარებოდა და სხვა ლოგიკა არ იდო.
ანუ, თამაში იყო დაბალანსებული, დაბალანსებული!
ისევე იყო დაბალანსებული, როგორც დედამიწასა და მზეს შორის მანძილი... ისე იყო დაბალანსებული, როგორც მთვარესა ციკლები. ისე, როგორც გადასახადების ქვითრის მოსვლა და ხელფასი (მეტი არაა ჩემი მტერი

)
ჰოდა ჩვენი ცხოვრებაც და სამყაროც დაბალანსებულია. „სამყარო“ გვაძლევს უამრავ შანსს ბალანსის აღსადგენად.
რა არის ზოგადად ჩვენი ცხოვრება? - ბრძოლა გადარჩენისათვის. და გადარჩენისთვის ბრძოლა ცალკეულად კიდევ ბევრ რამეს მოიცავს და ამაზე სხვა დროს ვისაუბრებ...
ამიტომ გაუფრთხილდით ყველას და ყველაფერს, რადგან როგორც ტეტრისს აქვს შანსების მოცემის ლიმიტი, ისევე ექნება ჩვენს ცხოვრებასაც.
მე არ მინდა ტეტრისის ამ პარტიის წაგება... შენ?
14.10.2017