დაახლოებით 20 წუთის წინ გამომეღვიძა , რაღაცნაირი სიზმარი ვნახე თითქოს ვიღაც მოხუც ქალს სადღაც შიოდა მე მაღაზიაში შევდიოდი ამ დროს შემოვიდა ისიც და გამყიდველს უთხრა ერთი პური მინდაო , ხუთთეთრიანებით შეგროვილი 50 თეთრი დაუდო
გამყიდველმა, მთლიანი პური უფრო ძვირი ღირსო გაიხედა უკან და ვიღაცას უთხრა "ნახევარპური" მიეცითო მანაც მიაწოდა ამ ქალს და ასე თუ ისე მაინც გაუხარდა ალბათ ძალიან შიოდა.... ამ დროს რაღაცნაირად თითქოს გაყინული ვიყავი ვერ ვინძრეოდი , ვერაფერს ვაკეთებდი...
არადა მახსოვს შეგრძნება და ჩEმი ფიქრები რომ ლიმონათს, მთლიან პურს და რაიმეს ვუყიდი თქო სახლში წასაღებად
არვიცი ძალიან ცუდი რაღაც ვიგრძენი , და მძიმედ გავიღვიძე არადა როცა ვინმეს ვხედავ რომ უჭირს ყველას ვცდილობ დავეხმარო
აი იმ კაცსაც ყოველ დილით ნაგავში რომ იქექება, "სადგურის მაღაზიიდან" (დილით 6ზეც ღიაა და მიწევს ხოლმე მინერალურ წყალზე გადასვლა) გადმოსულს თბილისი ცენტრალისკენ ორი სანაგვე ურნა დგას იქ ზის ხოლმე მომქონდა პროდუქტებით სავსე პარკი და რომ ვნახე პირველად გული გამიშეშდა
წინ ნაბიჯებს ვეღარ ვდგავდი, არვიცოდი რა მექნა მეყიდა რამე თუ არა დაახლოებით 3-4 წუთი ვყოყმანობდი ბოლოს მივედი და X ლარიანი ვაჩუქე
მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა რომ დავინახე თვალებზე ცრემლი მოადგა მეც კინაღამ ცუდად გავხდი იმ წამსვე წამოვედი
ალბათ ისიც 1 დროს ჩვეულებრივი, ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობდა ცხოვრების არასტაბილური და "საიმედო" კანონების გამო დღეს უკვე არსებობისთვის იბრძვის..
არ მიყვარს ხოლმე ამ თემებზე საუბარი უბრალოდ ამ სიზმარმა სცადა დაეწერინებინა აქ რაღაც მსგავსი და გამოუვიდა კიდეც
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ყველაზე ცუდი იცით რა არის? ყველაფერი ცუდი ზუსტად ამ X-ის გამო ხდება
This post has been edited by POKERISBLUFF on 25 Sep 2017, 10:14