ოთახში ბნელა....
ალბათ შესცივდა , გაუხარდა რო ვაჭამე
ახლა აღარ კნავის
და ზის თავისთვის წყნარად
რამდენჯერაც არ უნდა გავიხედო , მე მიყურებს
ნეტავ რას ფიქრობს
იმიტომ ვაფასებ ასე ,
ადამიანი რომ ყოფილიყო ძალიან კარგი იქნებოდა
მახსოვს როგორ გააჩინა,გაზარდა 5 პატარა კნუწიკი))
აიყვანა მაღლა და იქ ზრდიდა თავისთვის, არავისთვის არაფერი არ უთხოვია
ამათ რატომ ეზიზღებათ ასე , არვიცი შავმა კატამ წინ თუ გადაგირბინაო :/ დებილები
ძაან მომეჩვიე ამ ბოლო დროს
1 თვეა თითქმის სულ ამ დროს მაკითხავ, როცა ყველას ძინავს
ნეტავ რა ხდება , ვინ ხარ უბრალოდ ფისო თუ ვინმე
ან მე ვინვარ ამ სამყაროში , რა მინდა
ზამთარში არ ვიცი როგორ დაგეხმარები

შენ და შენნაირების გამო არმინდა თოვლი, არც ძაან სიცივე
მე რა ვქნა რამდენ ასეთს დავეხმარო როცა ვნახავ (მე თითონ დასახმარებელი ვარ)
შენ რას აკეთებ მანდ მაღლა
უშველე, ხომ ამბობენ ყველაფერი შეუძლია ხოდა შეძელი და გააკეთე
ან როცა მსგავს არსებას არჩენ მეტი შესაძლებლობა მიეცი
არ შეიძლება ასე
როგორ თავხედურად და ეგოისტურადაც არ უნდა ჟღერდეს.