აი ხო არაფერი მარა ჩემი დაწერილი რომაა მისწორდება...
დღეს ცოტა უცნაურ ისტორიას მოგიყვებით...
არ აქვს მნიშვნელობა რომელი წელი იყო... უბრალოდ ეს იყო ძველ დროში... მაშინ, როდესაც ჯადოქრების, კუდიანების და ურჩხულების სჯეროდათ და ეშინოდათ...
შმთე 8 წლის იყო, როდესაც დედა მოუკვდა... მამამისი გლურჯუ კი დეპრესიისგან გალოთდა... მაგრამ რომელ დეპრესიაზე გელაპრაკებით, მაშინ სიტყვა დეპრესიაც არ არსებობდა... სამაგიეროდ ღვინო იყო ოხრად...
მოკლედ შმთეს ძალიან გაუჭირდა, ობლად იზრდებოდა და მაისუ(დედა) ენატრებოდა...
17 წლის უკვე ჩამოყალიბებული ვაჟკაცი იყო, მამამისიც ლოთობას შეეშვა და სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული. პრინციპში მაშინ სხვა პროფესია არც არსებობდა. ან უნდა გეთოხნა, ან უნდა გენადირა... ჰოდა ასაკში შესულ გლურჯუს ნადირობის თავი აღარ ქონდა...
შმთე კარგი მონადირე იყო, მშვილდს საოცარი სიზუსტით ისროდა...
ერთხელ, ტოლ ბიჭებთან ერთად სანადიროდ წავიდა... სამი დღე იარეს ბიჭებმა და რამოდენიმე კურდღელის მეტი ვერაფერი მოკლეს, სახლში კი ხელცარიელი დაბრუნება არ უნდოდათ..
შმთე ლილიას შეპირებული იყო ირემის რქებს და ხელცარიელი უკან დაბრუნებას არ აპირებდა...
ლილია და შმთე ერთად გაიზარდნენ... თავიდან როგორც და-ძმა ისე იზრდებოდნენ, მაგრამ ასაკმა თავისი ქნა...
ლილია ძალიან საყვარელი გოგო იყო... გრძელი, მოშავო თმა ჰქონდა და ცისფერი თვალები. კბილები ქათქათა და ზედა წინა ორი სხვებისგან ოდნავ დიდი და გამოკვეთილი... მოკლედ სოფელში ყველაზე ლამაზი გოგო იყო და ყველა ბიჭი მისთვის იბრძოდა, მაგრამ მისი გული დაკავებული იყო...
მოკლედ შმთემ გადაწყვიტა ორწვერა კლდეზე ასულიყო და იქ მოეძებნა ირმები. სანადიროდ ხუთნი იყვნენ წასული და მხოლოდ ერთი დათანხმდა ესეთ საშინელ ადგილას წაყოლაზე... ეს იყო შავი გივია... ჰო კაი ვხუმრობ... ამ ბიჭს ლეოდე ერქვა და უშიშარი ახალგაზრდა იყო... ზედმეტად უშიშარიც, გარისკვა უყვარდა და ყველას გიჟი ეგონა...
ლეოდე და შმთე გაუდგნენ გზას. იმის მოყოლას არ ვაპირებ ირმებს როგორ კლდეებში უყვართ სიარული და ამათ როგორ გაუჭირდებოდათ იქ ასვლა, მე იმ ლეგენდას მოგიყვებით, რომელიც ორწვერა კლდის მახლობელ სოფლებში იყო გავრცელებული...
ლეგენდის თანახმად კლდის თავზე ბებერი კუდიანი ცხოვრობდა, რომელიც ცხოვრებამ გააბოროტა და ყველა იქ ასულსაც იგივე ბედი ეწეოდა, ანუ გაბოროტდებოდა და ამ კუდიანის ზემოქმედების ქვეშ მოექცეოდა... იმასაც იძახდნენ ღამე წვეულებებზე ბარშიც ჩამოდის ხოლმეო, სახეს იცვლის და აქაურებს აშტერებსო და ან თავისთან მიყავს ან თუ ძლიერი აღმოჩნდა და წინააღდეგობა გაუწია წყევლისო..
მოკლედ ამ კუდიანის ყველას ეშინოდა... მაგრამ შმთეს და ლეოდეს არა..
ბიჭებმა ბევრი იწვალეს და მწვერვალის წვერში ავიდნენ და დარწმუნდნენ, რომ ეს ლეგენდა სისულელე იყო.. ორი ირემის მოკვლაც მოახერხეს... ერთს საკვებად იყენებდნენ, მეორე კი დაამარილეს და სოფელში უნდა ჩაეტანათ...
მოკლედ უკან დაბრუნება გადაწყვიტეს და მწვერვალიდანაც ჩამოვიდნენ, მაგრამ გზა ვერ იცნეს... თითქოს სხვა ადგილიდან ავიდნენ და სხვა ადგილას ჩამოვიდნენო...
ორივეს კი ეუცნაურა ეს ყველაფერი, მაგრამ ერთმანეთს არ გაუნდეს ეს ფიქრები და გზას გაუდგნენ, რომელიც მხოლოდ ერთი იყო... გზად უფრო და უფრო უცხო რაღაცეები ნახეს... სხვანაირი ხეები, ბუჩქები, ბალახიც კი სხვანაირი იყო...
მოკლედ ნახევარი დღე იარეს ესე გაურკვევლობაში და როგორც იქნა დაინახეს ადამიანი და გაუხარდათ გზას ვკითხავთო... ირემს რიგრიგობით მოათრევდნენ და ამჯერად შმთეს დრო იყო და ლეოდე სირბილით წავიდა ამ ახალგაზრდისკენ, რომელიც ქვაზე იჯდა და ტიროდა, ზედ კი ვეფხვის ტყავი ჰქონდა შემოხვეული... ლეოდემ ჰკითხა რა გატირებსო იმან კი მიუგო, რომ მისი სატრფო-ნესტან-დარეჯანი მოიტაცეს და ქაჯეთის ციხეში დაამწყვდიეს... ქაჯეთის ციხეო? ქაჯებიო? ლეოდეს ელდა ეცა... გაფითრდა... მიხვდა რომ სხვა სამყაროში იყო მოხვედრილი და შეეშინდა. შმთეც მივიდა ნელ-ნელა ამათთან და იგივე ისტორიის გაგების შემდეგ ამასაც შეეშინდა.
საინტერესო სანახავი იყო, როგორ ეშინოდათ სოფლის ყველაზე მამაც ბიჭებს ამ ყველაფრის...
როგორც მიხვდით ქვაზე მომტირალი ბიჭი ტარიელი იყო. ტარიელმა ბიჭებს უახლოესი სოფლისკენ მიმავალი გზა ასწავლა და ტირილი გააგრძელა...
ბიჭებმა სოფელს გვიან ღამე მიაღწიეს, ყველას ეძინა უკვე.. მაგრამ ერთმა ოჯახმა შეიფარა და ღამე გაათევინა.
მასპინძელმა არაფერი იცოდა ამ ბიჭების შესახებ და ამბის შესახებ, რომელიც ამათმა მოუყვეს... სამაგიეროდ ბრძენ კაცს იცნობდა, რომელმაც როგორც მასპინძელი ამბობდა ყველაფერი იცოდა.. ბიჭები მივიდნენ ამ კაცთან და ესეთი ამბავი მოისმინეს ამ კაცისგან...
ბებერი კუდიანი ოდესღაც ამ ბიჭების სოფლიდან ყოფილა წარმოშობით. ახალგაზრდობაში ექიმი ყოფილა და თავის გამოგონილ წამლებს თურმე თავის თავზე ამოწმებდა და ამას გაუგიჟებია. შემდეგ მაგიით გატაცებულა და ასე გამხდარა კუდიანი. კლდეზეც თავისი ნებით არ დაუდია ბინა, თქვენი სოფლიდან გამოაგდესო. მასე მერე თურმე ჩუმად იპარება სოფლებში და თავის წამალს ხალხს ასმევს და რასაც ეუბნება მერე ესენიც ყველაფერს იჯერებენო.
ბიჭები დაფიქრდნენ ამ ყველაფერზე, გზად არავინ შეხვედრიათ ტარიელის გარდა... ტარიელსაც არაფერი შეუთავაზებია, არც საჭმელი და არც სასმელი, რომ მოეწამლა ესენი.. ბრძენმა უთხრა ტარიელს თავი დაანებეთ მაგას თავისი გასჭირვებიაო... შეიძლება ტყეში რაიმე ხილი მოწამლა და იქიდან გაგაგიჯათო და ამიტომაც ვერ აგნებთ გზასო...ბიჭებმა რა თქმა უნდა კითხეს, როგორ გამოსულიყვნენ ამ წამლის ზემოქმედებისგან, მაგრამ არ იცოდა ბრძენმა და ბრძენის თქმით ეს არავინ იცოდა.. ერთადერთი გზა ის იყო, რომ გონების თვალები კარგად უნდა გაეხილათ და მიმხვდარიყვნენ რა გამოიგონა იმ დედაბერმა კუდიანმა და შთაუგონა გონებაში...
ბიჭებმა ყველაფრის მოყოლა დაიწყეს ერთმანეთისთვის და რამოდენიმე დეტალზე ვერ დათანხმდნენ...
მათ ახსოვდათ რომ ექვსნი წამოვიდნენ სანადიროდ, მაგრამ მეექვსის სახელს ვერ იხსენებდნენ.. მათ ახსოვდათ რაღაც მოგონებები, მაგრამ ვისტან გადახდათ ვერ იხსენებდნენ და მიხვდნენ, რომ ეს კუდიანი ამათ მთელი ცხოვრების განმავლობაში წამლავდა და სულ ამათ გვერდით იყო და ესენი ვერც კი ამჩნევდნენ....
ლეოდე ოდნავ შტერი კი იყო, მაგრამ ოქროს სიტყვები თქვა... ყველაფერი უნდა შევამოწმოთო.... მოკლედ ყველაფერი შეამოწმეს და გაიხსენეს...
მიხვდნენ, რომ რასაც ხედავდნენ ეს ყველაფერი სხვისი შექმნილი ილუზია იყო და მიხედავად იმისა, რომ ყველაფერი რეალური იყო მათი აზროვნება სხის წესებს ექვემდებარებოდა და სხვისი წესებით წარიმართებოდა...
მათ გონება გაუნათდათ და გადაწყვიტეს დაემსხვრიათ ეს ილუზია და სახლში დაბრუნებულიყვნენ...
ორი წელი მოუნდნენ ასე საკუთარ თავთან ბრძოლას და ბოლოს გაუდგნენ გზას ორწვერა კლდისკენ და ავიდნენ ისევ წვერზე... და კლდის წვერიდან დაინახეს თავისი სოფელი და გაუხარდათ... სულელებივით ხტუნაობდნენ და სიცოცხლეს საფრთხეში იგდნენბდნენ... ბოლოს დამშვიდნენ და მიწაზე დაეშვნენ... სოფელი არ იყო შეცვლილი... უბრალოდ დიდი დრო იყო გასული... ყველა სითბოთი და სიყვარულით უყურებდნენ ბიჭებს... ისე უყურებდნენ თითქოს მათ იცოდნენ ამ ბიჭებს თავს გადახდენილი ამბავი და თანაუგრძნობდნენ და თან გამარჯვებასაც ულოცავდნენ... ყველაზე მეტად კი უკან სახლში დაბრუნება, უკან საკუთარ თავთან დაბრუნება თვითონ ამ ბიჭებს უხაროდათ....
იმ დღის მერე შმთე მიხვდა, რომ შენ შეიძლება დაკარგო ბავშვობაში დედა, გაგილოთდეს მამა, დაკარგო მეგობრები და შეიძლება შეყვარებულიც, მაგრამ საკუთარი თავი არასოდეს არ უნდა დაკარგო და სხვისი ზემოქმედების ქვეშ არ უნდა მოექცე...