მთელი წაღვერი დაიწვა, აი ყველაფერი. ცინიკურია ალბათ, შარშანდელ უნდა ჩავსულიყავი. პირობა მქონდა დადებული 10 წლის წინ რომ აუცილებლად ჩავიდოდი.
რატომ არ ჩავედი? ალბათ ჩემი ბრალიც იყო და იმისიც, ვისაც პირობა მივეცი.
ყველაფერი შეიცვალა, მეც შევიცვალე და ვხვდები, რომ ეს ცვლილებები წარსულთან ბოლო ძაფებს წყვეტს.
წაღვერი დაიწვა. მე კიდევ წინ ის ცხოვრება მაქვს, რომელიც აი წარმოდგენაც არ მაქვს საით წამიყვანს.
არადა ამ დღეს 11 წლის წინაც რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა. ამბავი, რომელიც მარტო მე მახსოვს.
გადაწყვეტილება, რომელიც მაშინ მივიღე იმ მომენტში არაფერი იყო, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ყველაფერი სხვანაირად შეიძლებოდა ყოფილიყო.
პეპლის ეფექტის დედას რომ ######
მოკლედ წაღვერთან ერთად ხიდებიც დაიწვა. ამაღამ ფინალია, ოღონდ რისი არ ვიცი. ფინალის ფინალი ? :დ