რა არის რეალობა? რა არის ილუზია? სად გადის რეალობასა და ილუზიას შორის ზღვარი? გაინტერესებს? დავიწყოთ...
რეალობა არის ის, რასაც შენ ხედავ, გესმის, გრძნობ, განიცდი და ა.შ
ილუზია არის გამოგონილი რეალობა, სადაც შენ ხედავ, გესმის, გრძნობ, განიცდი და ა.შ
მაგრამ რა ხდება თუ რეალობაც ვიღაცის ილუზია და სიგიჟეა?
არსებობს საერთოდ რეალობა? იქნებ ყველაფერი ილუზიაა? ან იქნებ ყველაფერი რეალობაა?
თქვენ რაც გინდათ ის დაარქვით, მაგრამ ჩემი აზრით ეს ორივე ერთი და იგივეა....
შენთვის რაც შეიძლება რეალობა იყოს, სხვისთვის ილუზიაა...
ან შენთვის რაც შეიძლება ილუზიაა, სხვისთვის რეალობა იყოს...
მგონი საინტერესო დასაწყისი გამოვიდა... ახლა კი ერთ ამბავს მოგყვებით...
თებერვლის უჟმური ამინდი იყო... მოღრუბლული და პირქუში... მაღვიძარამ დარეკა და გიორგიმაც გაიღვიძა... დილის 08:00 იყო... შეხედა საათს 15 წუთით გადაწია და გააგრძელა თვლემა... მაღვიძარამ 15 წუთშიც დარეკა... გიორგის სხვა გზა აღარ დასჩენოდა... ადგა, ტუალეტში შევიდა, ხელ-პირი დაიბანა და სარკეში თავის თავს მიაშტერდა...
ამაოდ ცდილობდა გაერკვია რეალობა იყო გუშინდელი ღამე, თუ მისი გამოგონილი ილუზია...
შემდეგ გავიდა სამზარეულოში, ძველებური ჩაიდანი გაზზე შემოდგა და სიგარეტს გაუკიდა...
სამსახურს 10-ზე იწყებდა... საწყობში მუშაობდა მუშად, ხელფასიც შესაფერისი ქონდა, თუმდა მეტი არც სჭირდებოდა... სიგარეტზე და საჭმელზე ყოფნიდა...
ჩაიდანმა სტვენა დაიწყო, გიორგიმ ყავა დაისხა და მეორე ღერს გაუკიდა...
ისევ ძველ ფიქრებს დაუბრუნდა... ნუთუ რეალობა იყო გუშინდელი ღამე? უცებ წამოდგა და ოთახში შევარდა... რაღაცას ეძებდა... მაგრამ არ იცოდა რას...
სამსახურს 18:15-ზე მორჩა... სახლისაკენ მიმავალ გზაზე ბავშვები თამაშობდნენ ბურთით... გიორგის წამიერად გაახსენდა ბავშვობა და ჩაეღიმა...
არა მაინც ვერ გადაეწყვიტა გუშინდელი ღამის ამბავი და გადაწყვიტა ნატასთვის დაერეკა...
ნატამ გაუთიშა და მესიჯი მოსწერა სახლში ვარ ვერ გიპასუხებო...
მეორე დღეს ნატა და გიორგი შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს... ნატა ლექციებიდან ბრუნდებოდა სახლში, გიორგი სამსახურიდან...
ალბათ ყველამ იფიქრეთ, რომ ნატა და გიორგი შეყვარებულები იყვნენ... მაგრამ არაა ასე...
გიორგის თავისი სამყარო ჰქონდა შექმნილი, სადაც ისინი შეყვარებულები იყვნენ... ერთად დადიოდნენ კინოში, თეატრში და კაფეებში... მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ილუზია იყო...
გიორგის წრფელი გულით უყვარდა ნატა... სხვა შემთხვევაში რატომ შექმნიდა ამ ილუზიას...
ნატას ზრდილობიანი სიტყვა-პასუხი მისთვის საკმარისი იყო, რომ გონებოდა მასაც უყვარდა...
მაგრამ ასე არ იყო...
ნატა რამოდენიმე წლით უმცროსი იყო და ერთამეთს ბავშვობიდან იცნობდნენ..
გიორგის 9 წლის ასაკში მშობლები ავარიაში დაეღუპა და მას მერე ბებია ზრდიდა, რომელიც რამოდენიმე წლის წინ ძილში გაიპარა...
მშობლების დაღუპვის შემდეგ გიორგის ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებდა... მოკლედ სიგიჟემდე ბევრი არ აკლდა...
კარგი... შეხვედრას დავუბრუნდეთ...
ერთმანეთი მოიკითხეს ჩვეულებისამებრ... გიორგის კიდევ არ აწუხებდა იმ ღამის ამბავი და ნატას კითხა იმ ღამეს სახლში როგორ მიხვედიო...
ნატამ გაატარა... მიხვდა რომ რაღაცას იგონებდა ისევ და უთხრა კარგად მადლობაო...
მას მერე ნატა ერიდებოდა გიორგის, ეშინოდა მისი... აღარც ზარებს და მესიჯებს პასუხობდა... აქამდეც მხოლოდ ძველი მეგობრობის გამო გულს არ სწყვეტდა... გიორგი კი უფრო და უფრო ამძაფრებდა ილუზიას... მაგრამ სადამდე გაგრძელდებოდა ეს ყველაფერი?
მე გეტყვით სადამდეც გაგრძელდა...
გიორგი ნატასთან სახლში მივიდა და მშობლებს მისი ხელი სთხოვა...
წარმოიდგინეთ აბა რა მოხდებოდა...
ნატა შოკში იყო და ვერ ამოეხსნა გიორგის ეს საქციელი... მშობლებს კი თან ეცოდებოდათ გიორგი, თან ეშინოდათ მისი უარის თქმის შემდეგ სისულელე არ ჩაედინა...
მას შემდეგ 3 წელი გავიდა... გიორგი ფსიქიატრიულში იწვა...
ნატას მშობლების დაჟინებული თხოვნით ექიმებმა გიორგი დაარწმუნეს, რომ ნატა საერთოდ არ არსებობდა და მისი შექმნილი ილუზია იყო...
ნატას კი სამი წლის წინ პირველად აუხსნეს სიყვარული... ვერ ივიწყებდა იმ დღეს... მაშინ მიხვდა, რომ ცხოვრება სასიამოვნო სიურპრიზებით იყო სავსე...
ყოველდღე ფიქრობდა გიორგიზე და დღეებს ითვლიდა, როდის გამოწერდნენ გიორგის... ნელ-ნელა უყვარდებოდა კიდეც... ხშირად ხატავდა და ლექსებსაც კი წერდა...
გიორგი ექიმებმა გააფრთხილეს, რომ ნატას თუ კიდევ დაინახავდა არ შეემჩნია და ყურადღება არ მიექცია... მათ აუხსნეს, რომ შეიძლება ცხოვრების ბოლომდე არ მოშორებოდა ნატა... მაგრამ ამ განსაცდელისთვის უნდა გაეძლო და შეიძლება ბოლომდე განკურნებულიყო კიდეც...
ნატა გიორგის გამოსასვლელში დახვდა ყვავილებით... გიორგი გაფითრდა... ეშინოდა მისი...
თვალი აარიდა და სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა ქუჩაში... ნატა მისდევდა და ეკითხებოდა რა ჭირდა... მე მეგონა გამოკეთდიო...
გიორგი კი იმეორებდა... არა შენ მხოლოდ ილუზია ხარ... ჩემი გამოგონილი ილუზია...
საინტერესოა სად გადის რეალობასა და ილუზიას შორის ზღვარი?
რა არის რეალობა?
რა არის ილუზია?
01.04.2017
ამით მოვრჩები...