Катеньки
God Particle, MotherDoctress, Little Hut

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2045
წევრი No.: 213796
რეგისტრ.: 5-February 16
|
#51473063 · 9 Oct 2017, 15:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უსტარი #999 დამნაშავეთა კლასიფიკაცია, ჰიპოთეზები, ქცევის მოდელთა ძირითადი მიმართულებები
კლასი #1, ფსიქოტიპის ზოგადი დახასიათება: ის მფარველი და დამკვეთია ყველა ტიპის დანაშაულისა, რომელსაც კამოს რანგის მოხელეთა დახმარებით ასრულებს. დანარჩენი პირადში.
კლასი #2, ფსიქოტიპის ზოგადი დახასიათება: ის კამოა, პირველი კლასის დამნაშავე, დამკვეთის მარჯვენა ხელი, შოუმენი და თანაშემოქმედი მთელი ამ ამაზრზენი სანახაობისა. მას ცხოვრებაში ღრმა ბავშვობიდან უამრავი ტრავმა აქვს გადატანილი, რომელთაც დღემდე ვერ უსწორებს თვალს. ეს „ლაქები“ ქმნიან მისი მთლიანობის სატანურად ბნელ აჩრდილებს და განსხეულებას პოულობენ მისი „სიურეალისტური“ შემოქმედების ისეთ ფორმაარსებში, რაიც მყარი ზნეობრივი ნორმებითა და მარადიული ღირებულებების რწმენით მაინც და მაინც არ გამოირჩევა, უფრო პირიქით კი არის საქმე. ამიტომაცაა სწორედ რომ ასეთ მახინჯ სილუეტებს ქმნის მისი გონება. ეს იარების შედეგია, გარმოდან და გარემოს მიერ მისთვის მიყენებული და ჯერაც მოუშუშებელი, მე თუ მკითხავთ, მარად მოურჩენელი ჭრილობებისა. ხელწერა, რომლთაც გამოარჩევ კამოს განსაკუთრებულია. მისი ქცევა, აზროვნება, მსჯელობა ბადებს უტყუარ განცდას შენში: „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“. რატომ? თუკი ოდესმე შეხვდებით კამოს მხრიდან ბრალდებას, ცილისწამებას ვინმეს მისამართით იცოდეთ, რომ ის თავს იმართლებს -მიაწერს რა გარემოს, ადამიანებს საკუთარ ნაკლოვან მხარეებს. ანუ, რასაც თავად აკეთებს მის ხროვასთან ერთად, სხვისკენ ხელის გაშვერის გზით ცდილობს „ჩამოირეცხოს“. არადა მოდი და ნუ დაიჯერებ, რაშიც სხვას ადანაშაულებენ იმის ქნას აბა თავად როგორ იკადრებენ, როგორ იზამენ?- გაიფიქრებს საქმეში ჩაუხედავი ახალბედა. სინამდვილეში ეს არის კამოს და მისი ხროვის მიერ შეთითხნილ თავდაცვათა უსასრულო კასკადი ფრიად გაურკვეველი დასასრულით. მას „სიურეალისტური“ შემოქმედების ყველა ქმნილებისგან პერიოდულად უწევს პრეტენზიების მოსმენა: „თუ გაგვაჩინე კიდეც გვარჩინე, აბა რა გეგონა როცა გვქმნიდი. მოდი ეხლა დაპროწიალდი და ჩაიბუქნეო.“ ამასაც უწევს დაიცვას და გაატაროს მისი ხროვის წევრების ყველა უნიჭო ახირება, სწორია არაა სწორი, ჯანსაღია არ არის ჯანსაღი, ამას უკვე აღარ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ის სიამოვნებით ეწევა ჭაპანს, რომლის თრევასაც არანაირი ეთიკური, მორალური თუ საზოგადოებრივი ფასეულობა არ გააჩნია. მისიც საქმიანობა ერთგვარი ქიჩმაჩია ჩონგურზედ მის ქმნილებებთან მრავალხმაში. ის და მისი შემოქმედების პროდუქტები ერთობლივად ცოდვილობენ „სუპერ-მეჯიქს შოუს“, რომელსაც საღი გონებით თუ შევხედავთ სრული კრახი შეიძლება უწოდო, კანონის ენაზე რბილად შეფასდება როგორც ტერორიზმი, რაც ითვალისწინებს ადამიანების ცხოვრების ძარცვისა და ნგრევის წარმატებულად შენიღბულ საქმიანობას (ეს მსუბუქი ფორმაა). აფთრების ხროვისთვის მტაცებლობა, უკუთვნებელის ძალადობრივი გზით მისაკუთრება ხომ ჩინებული თავშესაქცევია. მართლაც ერთობიან? არა ბატონო, საქმე ძალიან ცუდადაა, სერიოზულად ტრაგიკულად. ხოდა რაღა ან ვინღა შეაჩერებს მათ? ის აქეზებს, უკეთებს, უბიძგებს, უჩხიკინებს, რათა ფორმიდან არ ამოცვივდნენ მისი კასტის წევრები. ხროვაც თავის მხრივ ყალბ ოვაციებს არ იშურებს მისი მისამართით და უნიჭო კომპლიმენტებით კრიმინალურ-ქიჩმაჩური უნარების გაღვიძებას ცდილობს კამოს გონებაში. და აი ისიც -კამო: ის დატრაბახობს ციხე-კოშკის დარბაზებში გაბღენძილი გამომეტყველებით, ცხოვრების დეპოზიტზე კი კვლავაც ნულოვანი მაჩვენებლით, ოჯახიდან საკუთარი ნებით გაქცეული, აფთრების ხროვის ჭაობურ დინებას შეკედლებული. ის როგორც ორგანიზატორი, შემსრულებელი, „დანაშაულის დაუსჯელად კეთების„ იდეის თანაავტორი, თანამონაწილე გაბმულია დანარჩენი კლასების მახეში.
კლასი #3, ფსიქოტიპის ზოგადი დახასიათება: ხომ შეხვედრიხართ ცხოვრებაში მომენტებს, როცა გიფიქრით ნეტავ ახლა აქ არ ვიყო, არ მესმოდეს არაფერი და ვერ ვხედავდე ვერაფერსო. კი, დარწმუნებული ვარ რომ შეხვედრიხართ. ამ კლასისთვის მსგავსი განცდა არ არსებობს, დამიჯერეთ. ის ყველა სიტუაციიდან პირად სარგებელს ელის და პოულობს კიდეც. როგორც კი რაიმე ნაკლოვანებას აღმოაჩენს ადამიანში ეს მისთვის კიდევ ერთი გრანდიოზული გამარჯვებაა კიდევ ერთ უფლისგზასგადაცდენილ, ლუციფერთან ზავში მყოფ სულზე.
ის კამოს „სიურეალისტური“ შემოქმედების პროდუქტთა შორის, მის ქმნილებათა უმაღლეს მწვერვალს წარმოადგენს, ის „გვირგვიანია“ დელიქვენტური სუბკულტურისა მის განუყრელ სეფექალთან ერთად. დიახ, არსებობენ ისეთი კატეგორიის სალახანები, რომლებიც როგორც კი შეხვდებიან ერთდროულად მეოთხე კლასის ქვემძრომსაც და ნებისმიერ გზააბნეულ ადამიანსაც, უმალ დასტაცებენ ხელს და საკუთარი ბინძური საქმეების სამსახურში ჩააყენებენ. მესამე კლასის დამნაშავეები მართავენ/იყენებენ დანარჩენი კლასის დამნაშავეებს თავიანთი პიროვნული ნაკლოვანებებით. პრინცპი ნათელი და გასაგებია: „შენ რომ აი ასეთი და ასეთი ნაძირალა ხარ, მობრძანდი ეხლა და მემსახურე თუ გინდა რომ სიმართლე შენს შესახებ არავის გავაგებინო. მე დავიფარავ შენი სულის სიბილწეს, წარმოვაჩენ რა მას იმ ღირსებების თაიგულად, რომელიც სინამდვილეში შენ არ გაგანჩნია, ხოლო შენ ჩემი ყველა დავალება ფიზიკურად, ტექნიკურად, ინსტრუმენრულად უნდა მოიყვანო სისრულეშიო-ო.“ მეტსაც გეტყვით, ის საკუთარ მამასაც ზუსტად ასევე მართავს და თან დამატებით ამგვარ მუქარასაც უთვლის ხოლმე: „მე რომ აი ასეთი და ასეთი ნაძირალა ვარ, მობრძანდი ეხლა და მემსახურე, პასუხიც შენ აგე თუ არ გინდა რომ ხმამაღლა ვიყვირო რომ ასეთად მაქციეო.“ სინამდვილეში ძალიან კარგად უწყის, რომ არავის არ აქცევინებს თავს იმად, რადაც არ უნდა რომ აქციონ და გაბოროტებული კი არ არის, უბრალოდ თავად ბოროტებაა მიზეზების გარეშე. და როცა ამას გაიაზრებს მისი მთელი ცხოვრება უკვე გასული იქნება, განვლილი ბოროტების ქმნაში, სიძულვლის თესვაში, ახლობელ ადამიანებს შორის ჩორტაობაში და ა.შ... აი მთელი უბედურება იმაშია, რომ მასთან მეტნაკლებად გარიგებაში შესულ ნებისმიერ აფთარს თავის მხრივაც ყოველთვის აქვს გამზადებული იარაღი თადასაცავად, გამოსარჩენად - სარგებლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე. შესაბამისად მესამე კლასის "გვირგვინოსნები" თავის მხრივაც გაიღებენ მაქსიმუმს კასტის დანარჩნი წევრებისათვის და მათი მხრიდანაც უკიდეგანო თვგანწირვას მოითხოვენ. ისინი კარგად მართავენ და აბურთავებენ სასურველი მიმართულებით ნებისმიერ კლასს.
კლასი #4, ფსიქოტიპის ზოგადი დახასიათება: ის კამოს „სიურეალისტური“ შემოქმედების პროდუქტთა შორის, მის ქმნილებათა კასტაში რიგით მეორე ადგილს იკავებს და იმ კატერგორიის პატარა ლაწირაკებს ეკუთვნის, რომელთაც მე ვუწოდებ ყველაფერზე ხელის მომწერ აფთრებს. დიახ, არის ასეთ კატეგორია არშემდგარ ადამიანთა შორის: შენიღბული ბრჭყვიალა ქაღალდით, წარმოდგენილი ჭრელა-ჭრულა მოსართავებით, გაფორმებული ზეადამიანური სენტიმენტებით, ზეგარდმოვლენილი კოსმიური მისიებით მდაბიო ადამიანების წრეში, როგორც მხსნელი. აჰა, ასეთი ტიპები-ტიპშები ირწმუნებიან, რომ პრაქტიკულად არაფრით განსხვავდებიან მესიისგან, ხალხიც ბოლდება და იჯერებს.
ის იმ კატეგორიის მესიას ეკუთვნის, რომელსაც ძმის ციხეში გაშვების შემდეგ შეუძლია რძალთან (დაჭერილი ძმის ცოლთან) მშფოთვარე ღამეები გაატაროს ყოველგვარი სინდისის წუხილის გარეშე.. ხო რა იყოთ, რა? აბა უქმაროდ დარჩენილ ახალგაზრდა გოგოს უცხო კაცთან ხომ არ გაუშვებს, ანდა დეპრესიებში ჩავარდნის უფლებას ხომ არ მისცემს. ვინ მოუშუშებს გულდათუთქულ ძმისცოლს მძიმე იარებს თუ არა ეს თოვლის ბაბუა ან დედა ტერეზა? ის იმ კატეგორიის მესიას ეკუთვნის, ვისაც შეუძლია ცოლი ძმაკაცთან გაუშვას „მინ@@ის“ გასაკეთებლად ერთი დოზა ნარკოტიკისთვის სრულიად უპრობლემოდ. ის იმ კატეგორიის მესიას ეკუთვნის, რომელსაც შეუძლია ქმრის ტრუსიკის ძმაკაცთან და უფროსი შვილის ნათლიასთან ძიძიას როლი შეითავსოს ამაყად. ის იმ კატეგორიის მესიას განეკუთვნება, რომელსაც შეუძლია ბიძაშვილს რამოდენიმე წლის ნაფერები ოფიციალური საქმრო ააცალოს ცხვირწინ ფუკასავით და საყვარლად დაისვას. ითხოვს ისეთი რამის პატიებას, რისი პატიებაც არ შეუძლებელია. მისი პატიება კვდომის შემდეგ დგება. კიდევ მოგიყვეთ? მგონი საკამრისია.
ნებისმიერი უარყოფითი მხარე (დადებითზე საერთოდ აღარც ღირს ლაპარაკი), რომელსაც ის წარმოაჩენს, როგორც საკუთარ ნაკლს, უზარმაზარი ღირსებაა იმ სიბილწესთან შედარებით, რასაც სინამდვილეში წამოადგენს მისი სული. ნებისმიერი პოზიტიურიც და ნეგატიურიდ მის მიერ მიტაცებულია ვამპირიზმის გზით სხვა ადამიანებისაგან. „უკანონო მონაპოვარით“ - ნაძარცვით ის ქმნის ნიღბების ნაირფერ მასკარადს, რათა კარგად დაიცვას გარეშე თვალთაგან თავისი სული, რომელსაც მართლაც საგულდაგულოდ ესაჭიროება დამალვა არა იმიტომ, რომ შიგ რაიმე ღირებული ყრია, პირიქით! მისი სული ბილწი ნაჟურით სავსე დამყაყებული სასმისია (კარმა აქვს ასეთი), რომელიც დღითიდღე იხრწნება, ლპება და თან თავისივე სიბინძურეში ხვევს ყველას ვისაც შეეხება. მას არ გააჩნია თვითგანწმენდისა და თვითგანახლების უნარი, არც სულიერი განვითარების შესაძლებლობა აქვს უფლის გზას რომ მოუახლოვდეს... არც სურვილი უზენაესის, როგორც შეუცნობელის არსს რომ შესწვდეს, ან უბრალოდ სცადოს მაინც. ის ყველაზე გახრწნილი და ამორალური ნიშანია თორმეტნიშნა მთლიანობაში. ო. რომ კითხო, თუ რას აკეთებს, გიპასუხებს რომ ის უანგარო სიკეთის კეთებითაა დაკავებული. აბა ერთი გაბედე და ნამდვილი სახელი დაარქვი მის ქცევას -ის უკიდეგანოდ გაბრაზდება, განაწყენდება და ცოტა ხანში პოზიციებს ისე შეგაცვლევინებს, რომ იქით ბოდიშებსაც კი მოგახდევინებს წარმოუდგენლად შეუარცხყოფილი. ვამბობ იმიტომ, რომ ვიცნობ და აღარ განვავრცობ. ის მართავს გარემოს შიგადაშიგ მსხვერპლის როლში შესვლა-გამოსვლის გზით (საჭიროებისამებრ), შეფარული მუქარით, შანტაჟით, ძალადობით და ამ გზით იღებს ყველა კლასის მხრიდან სასურველს. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ისიც გაბმულია სხვების მსგავსად დანარჩენი კლასების მახეში. ზედა კლასი მას მართავს იმ ნაკლოვანებებით, რომელიც მის სულში აღმოაჩინეს.
კლასი #5, ფსიქოტიპის ზოგადი დახასიათება: ვინ არიან, საიდან მოდიან, საით მიეშურებიან, რისთვის იღწვიან, ვისთვის ირჯებიან, რატომ არსებობენ, ვის დაკარგვიან, საერთოდ რა უნდათ, რატომ უნდათ, რატომ არ უნდათ, უნდათ კი საერთოდ რაიმე ამ ცხოვრებაში?!.... აი გაგებაში არ არიან. ჯერ კიდევ თვითშემეცნების ურთულეს ლაბირინთთა ხლართბში უიმედოდ გზააბნეული ადამიანების კლასი. მათი გონების მართვა და მათი ცხოვრებით მანიპულირება ნებისმიერ კლასს თავისუფლად შეუძლია. თავად მათ ჯერ საკუთარი თავის ფლობა უნდა ისწავლონ.
დელიქვენტური სუბკულტურის სტრუქტურა, როლთა ფუნქციური თეორია და ქცევის პოპულარული მოდელების ფსიქო-სოციალური ანალიზი:
ძალადობისა თუ ნებისმიერი სისხლის სამართლის დარღვევის (დროში გაწელილის მით უფრო) მიზეზი მარტო დამნაშავე/მოძალადე კი არ არის. არავითარ შემთხვევაში. აქ არანაკლები დანაშული თვით მის მსხვერპლსაც მიუძღვის. მათგან რაიმე გზით დაზიანებულმა ადამიანმა უნდა შეძლოს და აღიაროს, რომ ის ამ კატეგორიის მოძალადეთა ერთიანი ტერორისტული გაერთიანების მსხვერპლია. კი, ზოგჯერ ძალიან ძნელია აღიარო, რომ ჭეშმარიტი მსხვერპლი სწორედ შენ ხარ, თუმცაღა თავად ახერხებენ უმწიკვლო, უფლებააყრილი კრავის როლში გამოსვლას. კი, იოლი არ არის ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა მაგრამ შესაძლებელია, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, არსებითად აუცილებელია, რათა დაინგრეს რეჟიმი.
ისინი ნებისმიერ სიბილწეზე წავლენ, ნებისმიერი შინაარსის უბინძურეს მახეს დააგებენ თავიანთი რეჟიმის გადასარჩენად. გაუკეთებიათ და კიდევაც გააკეთებენ, დაუნგრევიათ ოჯახები და დაანგრევენ კიდეც. გაუმწარებიათ და დაქცეული დაუტოვებიათ შვილებით ხელში არაერთი დედა და ცოლი, კვლავაც გააგრძელებენ, ვიდრე კანონი არ შეაჩერებს მათ. მე მოვიპოვე მათი დანაშაულის არაერთ მხვერპლთან კავშირები. მე მოვიპოვე მათგან არსობრივად ძალიან საინტერესო და მდიდარი ჩვენებები. მე შევიძინე მათი წყალობით ფასდაუდებელი ცოდნა.
მე, როგორც ობიექტური მსაჯული ყველა იმ დედის სახელით ვიწყებ ბრძოლას, რომელთაც პიროვნულად ჩაუქოლა, ფსიქოლოგიურად გაუნადგურა, მენტალურად მოუსპო და დაულენჩა შვილები ამ კრიმინალურმა სისტემამ. ყველა იმ ქალის სახელით ვიწყებ ბრძოლას, ვინაც ვერ შეძლო თავისი უფლებების დაცვა, ვისაც ზემოაღნიშნულმა რეჟიმმა თავზე დაამხო ოჯახი და ცხოვრება, გაძარცვა, დაგლიჯა, დაფლითა, ბნელში დასვა. ყველა ასეთი ადამიანის, ოჯახის წარსულის, აწმყოსა და მომავლის: ყველა უსამართლოდ უფლებააყრილი ქალის სახელით ვიწყებ თითოეული მათგანის კანონიერი უფლებების დაცვას რეჟიმის მიერ აპრობირებული უმახინჯესი მოდელების დეტალური გამოაშკარავების გზით. მე ჩემს ხელთ არსებული კანონიერი ბერკეტებისა და დაგროვილი მონაცემების საფუძველზე ვიყენებ ჩემს ყველა მართლზომიერ უფლებასა და მოვალეობას მართლმსაჯულების სახელით.
ეს უსასრულო დანაშაულებრივი პროცესი - წარმოდგენილი კამოს რეჟიმის "საქმიანობის" სახით მხოლოდ კანონმა შეიძლება შეაჩეროს, სხვა უფრო სწორი გზა არ არსებობს.
მარად თქვენი თემიდა ♕♡
This post has been edited by Катеньки on 9 Oct 2017, 15:34
--------------------
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.
|