მოგესალმებით ჩემო კეთილო ხალხო

როგორ ხართ???
მოკლედ ჩამოვაღწიე ჩემს გიჟ ქვეყანაში და ცოტა მიჭირს შეგუება

პირველი რამაც მაგრძნობინა რომ ქართველების გარემოცვაში ვარ იყო ის, რომ თვითმფრინავი გაჩერებული არ იყო, ხალხი წამოვარდა და თავის ბარგს ეცა. ეკიპაჟის მოწოდება რომ სანამ არ გავჩერდებოდით, ადგილები შეგვენარჩუნებინა და ბარგის სათავსო არ გაგვეხსნა, ბოდიში და ფეხებზე დაიკიდეს
ამის შემდე ჯერ ტრაპი არ იყო მოსული, რომ ხალხი უკვე ჩასვლას ცდილობდა და კარისაკენ მიიწევდა, რის შედეგადაც ლამის ზედ გადამიარეს, თითქოს მე იქ ვაპირებდი დარჩენას და არ მსურდა ჩასვლა

შემდეგ კი უკვე პასპორტის შემოწმებაზე, უცხოეთის მოქალაქეების მხარეს ადამიანური რიგი შეიქმნა, ხოლო საქართველოს მოქალაქეების მხარეს კი "ქართული რიგი"

მეც იძულებული გავხდი ამ ქართული რიგის წევრი გავმხდარიყავი და სამი გოგონას იძულებით გატარების შემდეგ, როგორც იქნა მოვახერხე დამესწრო სხვისთვის და მე მივსულიყავი პასპორტის კონტროლზე.
პირველი დადებითი რაც შემხვდა და მესიამოვნა იყო ის რომ ჩემს მისალმებაზე, ღიმილით და გამარჯობითვე მიპასუხა პასპორტის შემმოწმებელმა. წინა წლებში მისალმებაზე რეაქცია არ ჰქონდათ ხოლმე და უჟმური სახეებით შემომცქერნოდნე ახალგაზრდა გოგონები. დღეს შუა ხნის მამაკაცი იყო.
ჰომდა ასე, ნეტავ დღეს გარეთ რომ გავალ, კიდევ რა საგიჟეთი მელოდება