Edited: პოსტის ორიგინალი შეიცავდა საიდუმლო უჯრების მასალას

დილით სიზმარში Ed Sheeran - The shape Of You მესიზმრებოდა, რუსული ვარიანტი, დიიდ ეკრანზე ვეძებდი, ჩემი სახლის მისაღებში.
კლიპში, ველოსიპედს მომხტარი, კალგოტკას და ნაქსოვ შორტებში გამოწყობილი გოგო ცეკვით ბალალაიკაზე დაკვრას ანსახიერებდა.
ამავე სიზმარში, სამზარეულოში ლექციიდან შემორბენილი ანა იჯდა და ჩემს შემწვარ კარტოფილს ჭამდა. ელოდა, როდის ჩავრთავდი "მის მუსიკას", ვერ ვიპოვე.
ამ დროს, უკვე ცხადში, თავს დამესხა ოჯახი წევრი, სად არის ელიფ შაფაქიო. მე გავიგე სად არის "ნუ მოკლავ ჯაფარასო" და კაი ხანი ის ვაძებნინე.
ბოლო-ბოლო გამოვფხიზლდი და მივხვდი რაც უნდოდა. მივეცი. კარგია, რომ წაიკითხავს. თვითონ მაჩუქა.
უი, მამიდაჩემიც დამსიზმრებია, ბინაც. მამიდა ჭეჭყავდა. აუ, როგორ მენატრება იქაურობა!!! ამჯერად სიზმარში ჩემი დაქალი არ ყავდა საყვარლად.
რატომ მესიზმრება ხოლმე ლეზბიანკად მამიდაჩემი, აზრზე არა ვარ.
მააააგრამ მე ვინ დამაძინებს ახლაააა?!

ვსო. აღარც მეძინება?!

მემორიალურ საუნდტრეკად გარდასულ ომთა.
წამხალისებლად მომავალ ომთა.
This post has been edited by ______ on 18 Nov 2017, 10:00