დღევანდელი დღე...
საერთო ჯამში ვიტყვი რომ არაფრით განსხვავებული დღე იყო თითქმის...
ჰოდა ვეცდები ამ "რეპორტით" გავაფერადო და უფრო საინტერესო გავხადო...
დღე სტანდარტულად დაიწყო... საკმაოდ დამღლელი დღე იყო სამსახურში... საქმეები იყო ასე თუ ისე...
პატარა "ჩეპეც" გაიჩითა... ისეთი არაფერი... მე არ მეხება და მკიდია...
ჰოდა მოვრჩი მუშაობას და მეტროთი მოვდივარ სახლში... ვიხსენებ მთლიან დღეს და ვფიქრობ რა უაზრო დღე მქონდა...
მეთქი გავერთობი... და დავიწყე...
როგორც ყოველთვის კარებთან ვდგავარ საპირისპირო მხარეს (ანუ რომელი კარებიც არ იღება გარდა ელ. დეპოსა... თუ რა დაარქვეს ეხლა? ხო გოცირიძე...)
ჩემს მარცხნივ მოპირდაპირედ გოგო ზის, ქერა... სინამდვილეში შავთმიანი... მსუქანი არაა... არც პუტკუნა... მაგრამ ზედმეტი წონა ნამდვილად აქვს ( მე ვიზე რას ვიძახი

)... გარკვეული დროის მერე ვრწმუნდები, რომ სექსი არ აქვს... ან უკმაყოფილოა...
მის გვერდით ქალი ზის... 50 წლის ალბათ დაახლოებით... ახალგაზრდობაში საკმაოდ შეუხედავი იქნებოდა... ვიწყებ დაკვირვებას... გათხოვილია... სავარაუდოდ შვილებიც ყავს... ჩემხელა ალბათ... უფრო ბიჭები და მკაცრი დედა იქნებოდა 100% sure...
ამ დროს ბიჭი შემოდის... მაქს 35 წლის და ამ ქალის გვერდით ჯდება... მისი ჯერია...
ფეხბურთი უყვარს... დღემდე თამაშობს... ტოტალიზატორსაც ითამაშებს, მაგრამ მეტს არაფერს... და ხშირად წუწუნებს თუ როგორ გაუსხა ერთმა და როგორ არ ჩაუთვალეს მესის გოლი... სხვებიც პასუხობენ... აბაა მაგის დდშვციო...
ამ ბიჭთან ერთად შემოვიდა ერთი ჩემი ასაკის ბიჭი... ან 1-2 წლით პატარა... არ მუშაობს... საკმაოდ მოუვლელია... ზურგზაკითაა... ესე მგონია თითქოს სადმე მთაში იყო და ეხლა დაბრუნდა... მაგრამ არ ვიცი... ბევრი ვერაფერი... უმუშევარი რომაა უეჭველია... ისე კაი გულის ტიპი იქნებოდა...
ამათთან ერთად შემოვიდა საშუალო სიმაღლის 30-32 წლის გოგო... მოკლე "პრიჩოსკით" და ჩემსგან მარჯვნივ დაჯდა...
ვერ ვიტყვი, რომ კაი გოგო იყო... ან სექსუალური ან რავიცი რამე მსგავსი... მაგრამ რაღაც ქონდა... მიიქცია ყურადღება მოკლედ...
საკმაოდ გემოვნებით აცვია და კარგად გამოიყურება... უცებ ვნებაც კი მომეძალა და მისი სხეულის წარმოდგენა დავიწყე და უცებ მივხვდი, რომ მეტის გარკვევაში ეს ხელს შემიშლიდა და გავთიშე ეგრევე...
საინტერესო ადამიანი იყო... ბევრი ვერაფერი შევიტყვე... ალბათ სხვა გარემოებებში გამოველაპარაკებოდი და რაიმე ინფოს გამოვსტყუებდი...
ყველაზე სასაცილო ის იყო რომ მიხვდა რომ დაკვირვების საგანი იყო და არ ესიამოვნა... ხშირად შემომხედავდა ხოლმე შიგადაშიგ რა უნდა ამასო... თითქოს შიშიც დავინახე მის თვალებში... ამიტომ სხვაზე გადავერთე...
ვიფიქრე ჩავა სადმე და ამოისუნთქებს ალბათ მანიაკი ვგონივარ მეთქი...

მარა ჩემს გაჩერებაზე ჩამოვიდა და უფრო დაიძაბა მგონი... მაგრამ მეტროდამ ამოსული პირველივე მარშუტკას ამოვყევი და ეგ დარჩა ცივ ქუჩაში...
ამ გოგოთი ისე გავერთე, რომ სხვები აღარ მახსოვს და სახასიათოც სხვა არავინ იყო...
ამოვედი ახლა სახლში და ჩემი ძველი playlist ჩავრთე...
george harrison - got my mind set on you-ს ვუსმენ ეხლა...
მეტი არაფერია სათქმელი...
შევეცდები ხვალ გვიან ავდგე...