რა უცნაურია ეს ხაისათი, დილით მოღრუბლული ხარ, შუადღით მშვიდი, საღამოს სითბოთი სავსე.
ჩემი კაცუნაც როგორ დამიახლოვდა, უჩემოდ არაფერს აკეთებს, ერთი სული აქვს როდის ჩამეხუტება, მომისკუპტება სულ მკოცნის, ძალიან ვუყვარვარ
და საერთოდ, რომ ვუკვირდები ყველას ვუყვარვარ ირგვლივ, მეგობრებს არასდროს ვურეკავ და ვკითხულობ

, მაგრამ მაინც არ ვავიწყდები არავის, როცა იკრიბებიან, არასოდეს მტოვებენ, ყველას აინტერესებს ჩემი ცხოვრება, ლაპარაკი დაწყებული არ მაქვს მისმენენ.
ძაან მაგარი დრო ვატარე გუშინ, აწი აღარ გამოვაკლდები ხოლმე
და საერთოდ მეტად უნდა დავაფასო ის რაც მაქვს და უფრო ყურადღებიანი გავხდე ახლობლების მიმართ.
დღეს კარგი იყო, ბევრი ვისეირნე პარკში, ყავა, საუბრები
არ მეგონა დღის ბოლოს ასეთი კმაყოფილი თუ ვიქნებოდი.