გარდასულის გახსენება ციცინათელასავით გაელვებაა.
იხსნება ზარდახშა სიღრმეში ჩაძირული.
მაღლა აღწევს თბილი მოძრავი სურნელი, ბავშვურად წმინდა.
ხიდი გოგრის არომატიცაა ზოგჯერ. ზოგჯერაც რა.
ეს სასიამოვნო შეხებაა სასარგებლოსთან ერთად.
~
ზოგიერთი გაცნობიერება შენება დაუსრულებელ კორპუსზე სიბნელეში სიარულივითაა.
არაა ლამაზი ზარდახშა, არც ფაქიზი გრძნობების სიმებზე უკრავს.
მხოლოდ გონება მოძრაობს, შიგნით ხედავს, მუშა ინტერნეტივით სწრაფად გაწვდის ინფორმაციას.
ხედავ შენს როლს ერთიან ქსელში და მნიშვნელობას, შენ განაპირობებ სხვებს, პასუხისმგებელი ხარ.
ეს ციცინათელაზე სასარგებლოა, მაგრამ მასავით სასიამოვნო არა.
~
არ მინდა დავწერო რა გავიგე. სინამდვილის შეხებისას ქრება ამის სურვილი, სხვა ფორმაში გინდა გამოსახო.
~
და ამით რა? არც არაფერი. ისე.
თუმცა კი --> მინდა ნაკლები სიტყვების გამოყენებით მეტი სათქმელი დავწერო, გამართულად, მყარად და ზუსტად.
მე ბევრ არასაჭირო სიტყვას ვიყენებ. რაც მეტს ვიყენებ, უფრო კმაყოფილი ვარ.
არ მიყვარს სიყალბე და საკუთარ სინამდვილეს აცდენილობა.
არც ქართულისთვის შეუსაბამო სტილი, ეგეც სიყალბის ნაყოფია.
ზედმეტი სიტყვები სიყალბისგანაა, მისი შელამაზების?
~
მე მე მე მე და მე
მხოლოდ ესაა რაც გვადარდებს, დანარჩენი ძლიერ გვკიდია.
დავფოფინებ აქ "მეს" მთელი პოსტია, სადაცაა დიაბეტი დამეწყება

არადა, მე საერთოდ ხმას როგორ ვიღებ, რა უფლებით?!

მეცინება ჩემს სიტუტრუცანეზე, თან როგორ ტონკად და ხატოვნად მიპრავებს რაღაცეებს აქ გოგო!

~
ხოდა, რადგან ასეთი ყალბი და სასაცილო კლოუნია "მე-მე-მე-მეეები" ,
მაშინ ეს მუსიკა არავის და არაფერს, ან მხოლოდ სილამაზეს
ჰო, სილამაზეს