დღეს სასწრაფოს ექიმი გვარს რომ იწერდა, ჩვენი მენეჯერია -ძეო და აღარ გავაგრძელებინე, ჩემი დაა-მეთქი. უცებ ვერ გაიგო. სხვადასხვა ოჯახებში ვცხოვრობთ, -დავუკონკრეტე.
საყვარელი ქალი იყო, მაგრამ საოცრაოდ ცნობისმოყვარე. მინიმალურად დავუკმაყოფილე.
ბავშვებს თურმე ჩვენთან ურთიერთობა უნდათ.
ყველაფერი იცვლება. მეც შევიცვალე. უკეთესობისკენ

მშობლები აგებენ პასუხს მომავალი შვილების ბედზე. მე , ჩემს დებს და დედაჩემს არაფერი დაგვიშავებია.
არც ვიცი მამაჩემმა და დედამისმა რა დააშავეს, მაშინ "ჩვენ" არ ვარსებობდოთ. ფაქტია, რომ მუდმივ გაურკვევლობაში დატოვეს.
აგრესია მქონდა მის ეგოისტობებზე, ახლა შემიძლია გავუგო.
არ ვაპირებ საკუთარ თავს რამე ვაიძულო, ბუნებრივად რა გრძნობებიც გამიჩნდება, ისე ვიმოქმედებ.
კეთილგანწყობილი ვარ და და ეს უკვე მნიშვნელოვანია.
დედაჩემს მოვუყევი.
არასოდეს ყოფილა წინააღმდეგი, ჩვენ მასთან ურთიერთობა გვქონოდა.
დედა, შენ ჩემთვის სამაგალითო ხარ. სუუულ ყველაფერში.
ისეთი დამცავი კედელი აგვიშენე ბავშვობიდან, რომ ვერასოდეს ვერაფერი მოგვერევა.