ერთი პერიოდი ისე ცუდად ვიყავი რომ მუსიკას ვერ ვუსმენდი
ყოველ მცდელობაზე მახსენდებოდა ის რომ ჯექსონის კონცერტებზე ბევრი დაიღუპა გულის შეტევით

ეს სწორედ ის იყო რისიც მეშინოდა ჰოდა ...
როგორც კი ჩავრთავდი ხოლმე გული იწყებდა ძლიერად და სწრაფად ძგერას ყელში ამოდიოდა თითქოს... დაახლოებით 1 წელი ესე ვიყავი...
ჰო კიდევ გამახსენდა ერთ საინტერესო ფილმს ვუყურებდი სამყაროს აღსასრულზე იყო ჰოდა ხდ ფილმში ცუნამი დაატყდა მოსახლეობას თავს და ტემპერატურა ძალიან დაეცა და ერთ ტიპს მოუწია წყალქვეშ შესვლა გადასარჩენად და მეორე მხარეს გადასასვლელად წყალი გაყინული იყო ...
მოკლედ გადარჩა და მეორე მხარეს რო გავიდა გოგო დახვდა იქ და უცებ მიაწოდა ახალი ტანსაცმელი (თბილი) სწრაფად უნდა გათბე თორე შეიძლება გულის შეტევა დაგემართოსო (სისხლძარღვები ხო ვიწროვდება მაგ დროს) ...
:DDDD ამ ფილმის "ხილვის" შემდეგ ზამთარი იყო და სანამ სახლში მივიდოდი წვიმაში მოვყევი და ეგრევე იმ აზრმა დამარტყა თავში რომ გული დამარტყამდა (სიცივე იყო) აუ რა ცუდად გავხდი ... IDK როგორ გადავრჩი ...
საინფორმაციო გადაცემაში მოვისმინე რომ 25 წლის ბიჭს თვითმფრინავით მგზავრობის დროს გულის შეტევა მოუვიდა და დაიღუპა ... მაგის შემდეგ თვითმფრინავში ჩაჯდომის შიშს როდის დავამარცხებ არვიცი ... კარგი ჯანდაბას შეიძლება მართლა სჭირდა გულზე რამე მაგრამ ... მე ხომ არვიცი ვარ თუ არა ჯანმრთელი ... ყველანაირი გამოვკლევა მაქვს ჩატარებული გულზე ... მხოლოდ ჰოლტერი და დატვირთვის ტესტი დამრჩა .... არამგონია რომ იქაც რამე აღმოჩნდეს მაგრამ სულ მეფიქრება იმაზე რომ რაღაც გამორჩებათ უეჭველი და დამერხევა...
კიდევ მოვისმინე საინფორმაციო გადაცემაში რომ 12 თუ 13 წლის ბიჭი სტადიონზე თამაშის დროს ცუდად გახდა და გული გაუჩერდა :ვ მაგის შემდეგ ფიზიკურად არ დავტრივრთულვარ
წტფ
* * *
ალკოჰოლიც ცუდათ მოქმედებს ვცადე რამოდენიმეჯერ მეთქი დავლევ და იქნებ ცოტა მომეშვას თქო მაგრამ რომ დავლიე ცუდად გავხდი ეგრევე ავტომატურად მოვარდა ინფო ჩემს ტვინში რომ ამ შემთხვევაში ვერანაირ წამალს ვერ მივიღებდი და მოვკვდებოდი მოკლედ დავპანიკდი და ცუდად გავხდი
* * *
ჰო კიდევ რამაინტერესებს ....
ზომიერების შეგრძნება მარტო მე არ მაქვს აქ? და რამდენად შეიძლება რომ ეს სწორედ ამ ნერვული აბლაბუდიდან იყოს გამოწვეული