გამარჯობათ,
დიდი ხანია აღარ შემომიხედავს აქ, ეხლა გადავიკითხე პოსტები, თითქოს ახალი განსხვავებული შეგრძნებები და მეთოდები იწერება ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ სულ ცოტა დაკვირვებაა საჭირო რომ დაინახოს ადამიანმა როგორ ჰგავს ყველას სიტუაცია ერთმენეთს, განსხვავება მხოლოდ შეგრძნებების ადამიანურ აღქმაშია.
დაიჯერეთ მარტივი ჭეშმარიტება, სანამ თქვენს ცხოვრებაში არსებობს ის წარმოსახვითი "ბუა" რომელიც თქვენ შექმენით მანამ ყველა მცდელობა იქნება ნაკლებად წარმატებული, შეხედეთ თქვენს პიროვნებას რეალური თვალით, იპოვნეთ და აღიარეთ თქვენი სისუსტეები, თქვენი კომპლექსები და ის სურვილები რომელთა რეალიზებასაც თრგუნავთ, ასევე ნუ იქნებით მიჯაჭვული გარემო პირობებზე, ადამიანებზე რომელთაც "შეუძლიათ თქვენი შველა", ნუ შეგეცოდებათ საკუთარი თავი და ნუ ჩაუნერგავთ შეგრძნებას რომ ის ვერ რეალიზდება ამ სამყაროში.
მოინდომეთ შეცვალოთ თქვენი რუტინა, შემოუშვით თქვენში სიხარული, შეამჩნიეთ ყოველდღიურობა და გაიაზრეთ რომ თქვენც ისეთივე ხართ როგორც ყველა, არავინაა არავისზე მეტი და ნაკლები, მეტი ღიმილი, მეტი პოზიტივი და ნელ ნელა დაიბრუნეთ ცხოვრებისეული განცდები.
არაფერია იმაზე დიდი განცდა და ბედნიერება როცა სრულიად გააზრებულად ხედავ რამდენად მშვენიერ რეალობაში ვარსებობთ ადამიანები, მიუხედავად ცხოვრებისეული პრობლემებისა ეს სამყარო უნიკალურია თავის ყველა ნიუანსით.
ვიცი ძალიან ხატოვნად გამომდის ეს პოსტი და ალბათ ბევრი იფიქრებს რომ მე არვიცი რაარის პანიკა, არც დავიწყებ მტკიცებას რა ვიცი რა გავიარე და სად მივედი, უბრალოდ ისევ ვიტყვი რომ პანიკის დასრულების შემდეგ ცხოვრება ასმაგად უფრო მაგარ შეგრძნებებს გაძლევს.
ბევრი რომ არ გავაგრძელო ეს ყველაფერი დასრულებადია და თან სრულად აღმოფხვრადი.
შემიძლია მეც დეტალურად დავწერო რა და როგორ ვითარდება ქრონოლოგიურად, სადამდე შეიძლება მივიდეს და უკუსვლას რა პროცესები ახლავს თან, მაგრამ არამგონია ეს საინტერესო იყოს, რადგან რთულია დაიჯერო ამ ყველაფრის სიმარტივე როცა სრული სიცხადით გრძნობ მის სიძლიერეს.
მოკლედ გავართულე და გავაგრძელე, წარმატებები ყველას. პ.ს მე პირადად ვიცნობ ადამიანებს ვინც ეს ყველაფერი გადალახა და ეხლა ძალიან ძალიან მაგრად გრძნობენ თავს, თქვენც მალე მიაღწევთ შედეგს.
nigoმეგობარო გორო ხარ? ძალიან მიხარია შენი ესეთი პოსტების ნახვა.
ძალიან დიდი ხნის წინ ვამბობდით ამას რომ ეს დრო მოვიდოდა

) აჰა შედეგიც დადგა

)
სულ გგულშემატკივრობ და მიხარია როცა ესეთ პოზიტიურ პოსტებს ვხედავ.
* * *
ketichoარვიცი როგორ გამოვხატო აღფრთოვანება, მაგარი ხარ ძალიან მაგარი და არიცი როგორ მიხარია ეს ამბავი, ისიც ძალიან მიხარია რომ არ გეზარება და შენს გამოცდილებებს და რცევებს უზიარებ ხალხს.
მისაბაძი ადამიანი ხარ მართლა, შენი ცოდნით და შემართებით ყველაფერი შეძელი.
მიაწექი ბოლომდე :*