RammShark1995bakerდეპრესიაა ეს და სხვა არაფერი.
მეც ყოველ დილას ჯერ კარგად მეღვიძება, ვიცი, რომ ყავის და სიფარეტის სიამოვნება მელის.
მერე ხასიათი მიფუჭდება. ზღვაზე არა . იქაც ვიცი, რომ პლიაჟი და სიამოვნებაა.
გარდა ამ ფსიქოლოგიური პრობლემებისა, ნაღვლის ბუშტიც ქრონიკულად მაწუხებს და ესეც აფუჭებს საქმეს. ნაღველი მომეძალაო, სევდაზე რომ ამბობენ. კონკრეტულად ნაღვლის ბუშტის პრობლემიდან მოდის.
მაგრამ ახლა საქმე ისაა, შენ რას იზამ. პარასკევს დიდი ხნის დაგეგმილი და აუცილებელი სუფრა მქონდა. გავიღვიძე უკვე ცუდ ხასიატზე, თან მეზარებოდა, თან არ ვიყავი კარგად, მაგრამ რადგან სხვა გზა არ მქონდა, მთელი დღე საქმეში, ენერგიულად და ისე ჩავატარე ყველაფერი, თითქოს ჩემი ცხოვრების ოცნება იყო ეს წვეულება.
მერე , მეორე დღესაც იგივე მომიწია. ეგაა ცოტა დავიღალე, თორემ ხასიათი, ეს მტკივა , ის მტკივა , ვის ახსოვდა, დრო არ მქონდა.
ამიტომ ვამბობ, უნდა დაიტვირთოთ სამსახურით და ფიზიკურად. მაშინ ძალიან ბევრ პრობლემას მოიხსნით.
ახალგაზრდები ხართ, დროს ნუ კარგავთ. ახლა რომ ვიხსენებ და რასაც წერთ. სულ მაწუხებდა, უბრალოდ არც მეცალა და მოტივაციაც მქონდა, თან შვილებს ვზრდიდი, თან კარგი სამსახური და შემოსავალი. რაც მეტს ვიმუშავებდი, მით მეტი ფული იყო.არ მქონდა მოჭრილად.
მოკლედ , დაიტვირთეთ თავი. წადით თეატრებში ,არაჩვეულებრივი სპექტაკლებია, კარგი გამოფენებია, კონცერტებია.
არ არის მარტო მატერიალურ შესაძლებლობებზე, თავს ძალა უნდა დაატანოთ.
ნეტავ ახალგაზრდა ვიყო, რამდენ რამეს შევცვლიდი.