მოგესალმებით ყველას,
რადგან ვიცი ეს რა საშინელებაც არის მინდა ჩემი ისტორია მოგიყვეთ, იმედი მაქვს სულ ოდნავ მაინც გამოგადგებათ.
ერთი ჩვეულებრივი ახალგაზრდა ვარ (23 წლის ბიჭი) უნივერსიტეტი, სწავლა, მუშაობა და ა.შ. სტანდარტული ცხოვრებით, ერთადერთი რაც ყოველთვის მქონდა იყო განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება ჯამრთელობაზე და მუდამ იმის ილუზიები რომ რაღაც დაავადება მჭირდა, თუმცა ცხოვრების არცერთ პერიოდში პანიკური შეტევის მაგვარი არაფერი მქონდა გამოცდილი, არც დეპრესია მქონდა გამოცდილი არასდროს, რომ არა ერთი შემთხვევა...
ერთ რიგით დღეს, როდესაც მეტროთი უნდა წავსულიყავი ოფისში ექსკალატორზე ჩასვლისას ვიგრძენი გულის რიტმის აჩქარება, მოუსვენრობა, ჰაერის უკმარისობა, მოკლედ მეგონა ვკვდებოდი, გული ისეთი სიჩქარით მიცემდა მეგონა აი სადაცაა გამისკდებათქო. იმდენად შემეშინდა ეგრევე ამოვედი და აფთიაქში შევარდი მიშველეთ რამე ცუდად ვარო.
სახლში მისულმა, ჯერ კიდევ არ ვიცოდი ეს რა იყო და დავიწყე ინფორმაციის მოძიება რისი ბრალი შეიძლება ყოფილიყო ეს ყველაფერი ( რამდენიმე კვირით ადრე ანალიზებზე ვიყავი, მათ შორის გულის ექიმთანაც და ფიზიოლოგიურად ყველაფერი რიგზე იყო) მივხვდი რომ ფსიქოლოგიური ფაქტორი იყო მაგრამ რა არ ვიცოდი, ამ ძებნა ძებნით მოვედი ფორუმის ამ თემამდე, იმ სიმპტომებზე რასაც აღწერდნენ და პოსტავდნენ ფორუმის წევრები და მივხვდი რომ ეს იყო პანიკური შეტევა!
ამის გააზრებამ, სიმტომების წაკითხვამ, იმის მოსმენამ ზოგ ვიდეოში რომ არაერთ ადამიანს ეს ბევრი წელია აწუხებს და ვერაფრით ვერ ახერხებს ამ კოშმარიდან თავის დაღწევას ძალიან დამგრუზა. მეგონა, რომ რაღაც სერიოზული მჭირდა, მეგონა რომ ეს ყველაფერი იყო სერიოზული ფსიქოლოგიური/ფსიქიკური პრობლემის პირველი გამოვლენა და სწორედ ამ პერიოდიდან დამეწყო შინაგანი ნგრევა, ყველაფრის ხალისი დავკარგე, დამეწყო შიშები, სახლიდან გასვლის დროს , ქუჩაში მუდმივი მღელვარება მქონდა, რაღაცნაირი გაბრუებული ვიყავი ამ დროს. მეტროში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩასვლა ხომ საერთოდ აღარ იდგა დღის წესრიგში, მხოლოდ ტაქსით დავდიოდი, კონცეტრირებას ვერ ვახდენდი ერთ რამეზე, სულ ამაზე ვფიქრობდი, ვათვალიერებდი ფორუმის წინა პოსტებს, ვნახულობდი უცხოურ ვიდეოებს და ამ ყველაფერმა კიდევ უფრო ჩამითრია.
მოკლედ სიმპტომები რომ ჩამოვწერო იყო შემდეგნაირი:
- გულის აჩქარება
- შინაგანი კანკალი/თრთოლვა
- ჰაერის უკმარისობა
- გაბრუება
- შიში რომ კვდები
მეთოდი რომელიც მეგონა რომ მიშველიდა:
დავიწყე ინფორმაციის მოძიება როგორ შეიძლება მებრძოლა ამ ყველაფერთან, ზოგან ეწერა რომ შველოდა სუნთქვითი ვარჯიშები და დავიწყე აქტიურად სუნთქვითი ვარჯიშების კეთება, დავანებე სიგარეტს თავი(უფრო სწორედ ქუჩაში მოწევისას დამეწყო პანიკური შეტევა და იმის მერე სიგარეტის მოწევის შიშის გამო აღარ ვეწეოდი, იმდენად დიდი იყო შიში რომ მოწევის ყოველგვარი სურვილი მქონდა დაკარგული) დავიწყე ჯანსაღად კვება. თუმცა ამავდროულად დავიწყე ვალიდოლოთ სიარული, მუდამ ჯიბეში მედო, წყალიც ანალოგიურად მუდამ თან მქონდა. ამ პერიოდში პროგრესი იყო, თუმცა მინიმალური. მეტრო კვლავ რჩებოდა N1 მტრად, იმის გააზრებაც რომ მეტროში შეიძლება ოდესმე ჩავსულიყავი მთრგუნავდა, მარშუტკითაც მიჭირდა კვლავ თავისუფლად გადაადგილება და მარტო დარჩენა მაღელვებდა. ვხვდებოდი რომ ვიზღუდავდი სამოძრაო არეალს, ჩემდა უნებურად ვხვდებოდი პატიმარი საკუთარი შიშების.
დაახლოებით 2 კვირიანი ამ გზით სიარულის მერე მივხვდი რომ ამ მეთოდებით პრობლემას ვერ გადავჭრიდი და უფრო კომპეტენტური პასუხის მისაღებად რა იყო პანიკური შეტევა და როგორ გადამეჭრა ის ვესტუმრე ფსიქოთერაპევტს. 1 სეანსი ვიყავი მასთან მხოლოდ, ვისაუბრე ჩემს მდგომარეობაზე, იმ მეთოდებზე რასაც მივმართავდი. საკმადო დალაგებულად ამიხსნა თუ რა მოსდის ამ დროს ორგანიზმს (ამაზე ცოტა ქვევით დავწერ) და მითხრა რომ ყველაზე ეფექტური და ერთადერთი გზაც კი იყო ამ შიშს კი არ გავქცეოდი არამედ მასთან შემხვედრი მიმართულებით წავსულიყავი. თუ როგორ დავძლევდი და როგორ მივიდოდი შიშამდე ამის ფორმულა არ არსებობს, ზოგი ერთიანად ეჯახება და ამარცხებს, ზოგი ნაბიჯ ნაბიჯ, მცირე მცირე გამარჯვებებით იგებს ბრძოლას. მე მეორე ავირჩიე...
ბრძოლის დასაწყისი:
პირველი და უმთავრესი იყო იმის გააზრება რომ პანიკური შეტევის დროს შეუძლებელია დაგემართოთ რაიმე სერიოზული (გულის შეტევა, ინსულტი და ა.შ.) სიკვდილზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ამას როდესაც ვკითხულობდი მეცინებოდა, წასაკითხად ადვილი იყო, მაგრამ როდესაც ამას განიცდი იმაზე არ ფიქრი რომ არაფერი დაგემართება ხომ შეუძლებელიათქო ვამბობდი.
მაგრამ, მტკიცედ გადავწყვიტე ეს პრობლემა უნდა გადამელახა! პირველი რაც იყო დავიწყე ჩემს ორ მეგობართან ერთად მეტროთი სიარული. თავიდან ურთულესი იყო, მეგობრებს ვაფრთხილებდი მეტროში რომ ჩავალ თქვენ ჩუმად ხართ და მე მისმენთო და ვიწყებდი უაზროდ ბევრ ლაპარაკს, უამრავ თემაზე რომ ყურადღება გადამეტანა და არ მეფიქრა, 3-4 გაჩერების გავლა მიწევდა მაგრამ თითქმის 1 ბოთლ წყალს ვსვავდი ამ 10-15 წუთიან მონაკვეთში. ამ მცირე მიღწევამ მომცა ბიძგი და მოტივაცია. ამის შემდეგ მეგობრებს ვეუბნებოდი მეტროში მოდი ეხლა თქვენ ცალკე დადექით სხვაგან მე სხვაგან დავდები და ასე ვიმგზავროთ, ეს ნაწილიც გადავლახე, მერე იყო მოდი თქვენ სხვა ვაგონში შედით მე სხვა ვაგონში შევალ ესეც გადავლახე. მერე წყალი მოვიშორე, ვხვდებოდი რომ დამოკიდებული ვიყავი და უწყლოდ გამოსვლაც პანიკის მიზეზი იქნებოდა. ბოლოს იყოს კულმინაცია მეტროთი მარტო მგზავრობა წყლის გარეშე მხოლოდ ვალიდოლოთ ჯიბეში რომელიც ბოლო 3 კვირა არ მქონდა გამოყენებული.
ეს იყო უმძიმესი 3 წუთი სადგურის მოედნიდან წერეთლამდე, მატარებლის დაძვრიდან 10 წამში სრულმა პანიკამ ამიტანა, ვალიდოლი ეგრევე ჩავიდე ვერ დავძლიე შიში მაგრამ წამის მეათედში გავიაზრე რომ ასე არაფერი გამოვიდოდა და ვალიდოლი უკან გადმოვაგდე და დავუდექი შიშს პირისპირ, იმ დღეს შიში დავძლიე! ამის შემდეგაც იყო ბრძოლები, მაგრამ პირველმა გამარჯვებამ თვითრწმენა დამიბრუნდა, რაღაცნაირად ბედნიერი გამხადა და მიმახვედრა რომ პრობლემა მხოლოდ ჩემს თავშია. შიში 100% ჯერ არ გადამილახავს მაგრამ 90% დამარცხებულია, როგორც კი ვხვდები რომ შიში მერევა ვიწყებ არა გაქცევას (რა დროსაც ეწყება ადამიანს პანიკა) არამედ მასთან შეჯახებას. აგერ 2 დღის წინაც მეტროში ისე შემახსენა თავი შიშმა ვერ გავუძელი და მეტროდან ამმოვედი, ამოვედი გავიაზრე რომ მივქარე

და ისევ ჩავბრუნდი, ჩავბრუნდი და ის 3 გაჩერება რაც მეტროთი უნდა გამევლო 3ჯერ გავიარე წინა და უკან, თითქმის ყველა ხაზზე გადავჯექი და თითქმის 1 საათი უსაქმოდ, იმიტომ რომ შიში დამემარცხებინა მეტროთი დავდიოდი.
მეთოდები, რომლებმაც ჩემს შემთხვევაში იმუშავა
- გააზრება რომ ეს ყველაფერი მოდის ფიქრებიდან
- გააზრება რომ ეს არ არის უკურნებელი სენი და მისი გადალახვა შეიძლება
- გააზრება რომ ამით ადამიანი არ კვდება
- გააზრება რომ წამალი გამოსავალი არ არის
- გააზრება რომ ამ ბრძოლარი მარტო ხარ (თუ არ ჩავთვლით მცირე-მცირე დახმარებებს გარშემომყოფთაგან, უფრო გამხნევებას დავარქმევდი)
- გააზრებას რომ თუკი მოინდომებ, თუკი იბრძოლებ ყველაფერი გამოვა.
- ჩანაწერები (დღიურის სახით) სადაც ვსახავდი ყოველდღიურ მცირე-მცირე გამარჯვებებს და იმ შემთხვევაში თუკი რომელიმე დღეს შიში მაჯობებდა მათი წაკითხვისას იმედს არ ვკარგავდა და ვიაზრებდი რომ პროგრესი იყო.
ჯამურად ეს პროცესი ალბათ 1 თვე გაიწელა, მნიშვნელოვანია ის რომ არანაირი წამალი არ მიმიღია (გარდა რამდენჯერმე გულის აჩქარებისას ვალიდოლისა)
მეთოდი რომელმაც ყველაზე მეტად იმუშავა, ეწოდება 25 სიმამაცის წამი და ცუნამი (ასე ექრვა ერთ-ერთ ვიდეო ლექციაში) როდესაც პანიკური შეტევა გემართება არ უნდა გაექცე მას (თუნდაც სხვა რამეზე ფიქრის დაწყებით) უნდა შეებრძოლო, უნდა შეიგრძნო ბოლომდე და მეტიც უნდა უთხრა შიშს რომ მეტი გინდა, მეტი ემოცია, მეტი ადრენალინი, მეტი გულის აჩქარება, მოკლედ ყველაფერი მეტი, შეიძლება გიჟურად ჟღერდეს მაგრამ ჩემს შემთხვევაში იმუშავა.
ეს ძალიან მაგარი ბიჭია, მე ძაან დამეხმარა:
https://www.youtube.com/user/pavelfdrk ერთ-ერთი მისი წიგნის აუდიო ვერსია:
https://www.youtube.com/watch?v=a-iQXZHjIRcმოკლედ ფორუმის ექაუნთი სწორედ იმიტომ გავაკეთე, რომ ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა, იმედი მაქვს მცირეოდენით მაინც დაგეხმარებათ ეს მონათხრობი.
ყველას უშიშარ ცხოვრებას გისურვბთ, რომლისთვისაც მხოლოდ თქვენი მტკიცე ნება და ბრძოლაა საჭირო.
უი ხო, ფორუმის ამ თემას მოწყდით კიდევ, აქ ისეთებს პოსტავდა ზოგი იმათმა უფრო ამკიდეს შიში

ადიოს
This post has been edited by newvision on 31 Dec 2017, 03:43