მოკლედ ახლა უნდა გიამბოთ ჩემი ამბავი , არასდროს გამოვირჩეოდი ძლიერი ფსიქიკით მაგრამ ყოველთვის ვერეოდი თავს ,სარრთოდ მშიშარა ვარ , დედაჩემი სულ მეჩხუბება ნუ უთმობ ამდენ დროს შენს თავზე სა ჯანმრთელობაზე ფიქრსო,მყავს ორი შვილი დ ააი პირველი ორსულობის მერე როცა პრობლემა მქონდა წნევებით და ვერ გაიგეს რა , ახლა ვხვდები რაც იყო ჩემი პანიკები... მეორე ორსულობას ცოტა უფრო მაგრად დავხვდი და არ ავყოლილვარ ემოციებს ,მოკლედ ბოლო მშობიარობიდან გავიდა სამი წელი, უნივერსტეტში შეწყვეტილი მქონდა სწავლა და აღვადგინე სექტბერში ,მოკლედ ძლივს ვამთავრებ მაგრამ აი რა მჭირს..
ბაკურიანში მყავდა ბავშვები ჩემს მეგობართან ერთად უცებ გული რომ ამომივარდა, პულსი 160 , წნევა არ ვიცი ,დავბუჟდი ,ვეღარ ვლაპარაკობდი ,დავრბოდი გიჟივით მეგონა ვიგუდებოდიი... ასე გაგრძელდა ალბათ 15 წთ, მერე დამეწყო ღია სივრცეში თავბრუსხვევა , მაღაზიაში აღარ მივდიოდი ხიდს რომ გავცდებოდი მეგონა ვითიშებოდი, მოკლედ ვიფიქრე თბილისში გამივლისთქო მაგრამ უარესად გავხდი აქ , დამეწყო აგოროფობია, ექიმთან წასვლის შიში, ანალიზს ვერ ვიღებდი იმის შიშით რომ ეს შეგრძნება დამეწყებოდა , სახლში მარტო ვეღარ ვრჩებოდი , მანქანით დავივარ ყველგან ფეხით არა ,მგონია რომ გული წამივა , მანქანით რაღაც გარკვეულ ტერიტორიებს არ ვცდები აი პეკინს თუ გავცდი ვსო ჩავიეჭდე და მეწყება განგაში !!! მოკლედ როგორღაც მაძულეს ექმითან წასვლა და გამომაკვლევინეს ჩიყვიან ყველაფრიანად, რა თქმა უნდა არაფერი, ერთადერთი დ ვიტამინი მაკლია და ვსვავ, სამი თვეა აღარ ვეწევი, ძილით მძინავს მაგრამ მაინც ვერ ვრჩები ვერა

(((((
კატასტორფულად მეშინია გამოცდაზე 1000 ბავშვთან ერთად ჯდომა და წერა , ძლივს გადავაგორე შუალედურები ზოგზე ავიყ ანე თავი ხელში, ზოგზე ვერც შევედი... მერე ამზე რომ აღარ ვფიქრობდი და ვიცოდი ფინალურამდე ორი თვეა ,გაამიარა ამ პანიკებმა , ახლა დაიწყო და მეც დამეწყო, ღამე მესიზმრება ეგ შეგრძნება თან გამოცდაზე , ვერ წარმომიდგენია ოთხი თემა როგორ უნდა დავწერო , იმ დღეს ტესტური გამოცდა მქონდა და ისე ვკანკალებდი ორ წუთში შემოვხაზე არხ მახსოვს რა

(( ამ გამოცდების იქით კომიისიის წინაშეც უნდა წარვდგე რომ დიპლომი დავიცვა.. მოკლედ აღარ ვიცი ვზივარ და ვტირი,ვერ ვერევი ათასნაირად ვცადე თავის დარწმუნება ეს ოთხი თვე.. ვგრძნობ რომ ვაფლავებ ამდენი წლია შრომას
ჩემზე ძლიერია ეს ოხერი სიკვდილის შიშიიი....
* * *
თან მეც ვიცი რომ უსაფუძვლოა ეს ყველაფერი, ვიცი რომ მე ვიწვევ და მეტი არაფერი მაგრამ აი საკმარისია გულის აჩქარება ვიგრძნო და მერე მეწყება ათასი სიმპტომი და ყოვეკ ჯერზე მგონია რომ ასეთი ჯერ არ მქონია და ახლა მართლა გულის შეტევაა და მერე ვიგუდები...
აფთიაქით დავდივარ 25 წლის გოგო!!(((
ხო კიდე მთავარი ამოცანაა მაგ დროს ვინმემ არ მკითხოს ცუდად ხომ არ ხარო და არ შემამჩნიონ რომ რამე მჭირს, მერე მეჩვენება ყველა მე მიყურებს და უფრო.ცუდად ვხვდები
თითქოს აი სირცხვილის და შიშის განცდა ერთად
* * *
ძაან ბევრი ვწერე თან არეულად და უკაცრავად
ექვს ივლისს მაქვს შემდეგი გამოცდა ,გთხოვთ მეტი აღარ შემოძლია.მინდა რომ მოვრჩე ,შევიდე მაღლივში თამამად და ვწერო ისე რომ არ ამიტყდეს პანიკა
მირჩიეთ ვინმე ,რამეეეე რაც კი იცით რომ დამეხმარება
ფსიქოთერაპია მინდა მაგრამ ფიზიკურად ვერ მივდივარ ბავშვებს ხომ არ წავიყვან და დამტოვებელი შანსი არაა
ნევროპათოლოგმა ქსანაქსი დამინიშნა და არ დავლიე მაშინ ახლა ვფიქრობ თავინდა მივიდე და დავუჯერო თქო...
ზუსტად ვიცი გამოცდებზე ცუდად გახსომის შიში იწვევს ამას , რომ მორჩება არადა მეც გამივლის ასე მგონიაა