სეზონი კარგი ახსენე. ყველას გვაქვს ups & downs-ები. მარტო არ ხარ.
ეს ბუნებრივი და გადარჩენისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიცაა.
კრისტალს ბაზრობს. ზოგადად ჭკივანი ტიპია ბიბისის ინტერვიუს ვუსმინე ამის და საკმაოდ ჭკვიანი მასტია.
ერთ პერიოდში თვითმკვლელობამდე მივედი პირდაპირი გაგებით. სწორედ ანტიდეპრესანტებმა გამანადგურა.
2-3 წელი ყველა წესის დაცვებით, ექიმებში სირბილებით და უამრავი კიარადა
ყველა წამლის გამოცდებით. ერთერთ წამალს უფასოდ მაძლევდნენ დაჟე იმიტმ რომ არ იყო ჯერ ჩაშვებული გაყიდვაში და ჩემზე ცდიდნენ

მოკლედ მჯეროდა მათი ვენდობოდი და ყველაფერი ვცადე ამის თქმა მინდა. ყველაფერი.
მოკლედ ყველა ამ წალებმა გადამიარა გადმომიარა გამანადგურა მომინელა და გადმომაფურთხა ბოლოს. 2 წელი ვიჯექი მერე ბენზოდიაზეპინებზე და 3 წელი დანებებას მოვუნდი. ეს ყველაფერი ადრეულ ასაკშივე დამემართა. ბოლოს როგორც იქნა მივხვდი რომ ეს წამლები არის უბრალოდ იმისთვის მოგონილი რომ ხალხი ისედაც გაუბედურებული უარესად დააბეჩავონ და მათზე ფული აკეთონ. დააჯერონ რომ 2-3 წელი უნდა სვან რაღაც სირობა რომელიც მცენარედ აქცევს და კაცმა არიცის როგორ მოქმედებს ისინი ან თუ მთელი ცხოვრება შესვამენ თლა კარგი. ატარონ ძვირფას თერაპიის სესიებზე და ა.შ.
სრულიადდ ბუნებრივი მდგომარეობაა დეპრესია. როგორც ბუნებაში იცვლება წელიწადის დროები ისეა ადამაინშიც და ყველას აქვს რთული პერიოდები. უნდა ისწავლო ამის გამოყენება და შენი სისუსტე სიძლიერედ აქციო. მაგალითად ადრე ვერ ვიტანდი ზამთარს. ახლა მთელი წელი ველოდები რო ვისრიალო სნოუბორდზე. გაზაფხულს იმიტომ ველოდები რო ბაიკით ვიკატაო და ა.შ. ახლა როცა დეპრესია მეწყება მშვიდად და წყნარად ვხვდები ამ ამბავს და ყოველი მისი დაძლევის შემდეგ რაღაც ახალს ვპოულობ და ვსწავლობ და ვხდები უფრო ძლიერი.
იმდენი რამე შევცვალე ბოლო ამ წელს თუნდაც რასაც რომ არაფერი დამმართნოდა ალბათ 10 წელი მოვუნდებოდი და ისიც შეიძლება არ მექნა. რო ვიხსენებ ბოლო ერთი წელი რამდენი რაღაც გავაკეთე მე თვითონ მიკვირს. ნამდვილად ვიმსახურებ უკეთ ყოფნას და ვიქნები კიდეც და მიღწეულით არასდროს ვიქნები კმაყოფილი და ეს კარგია.
პანიკური შეტევებიც აღარ მაქვს 15 წლის მერე. ამან ის მასწავლა რომ არაფრის არ უნდა გეშინოდეს საერთოდ და უნდა იცხოვრო უბრალოდ.
ხო თან აღდგომაა მალე. როცა შეგიძლია იცხოვრო არ უნდა დაკარგო დრო ტირლში წუწუნში შიშში და უმოქმედობაში. მე სამწუხაროდ ბევრს ვწუწუნებდი და მშიშარა ვიყავი. ახლაც ეგრე ვარ უბრალოდ გადავლახე ბევრი რამე. წამლების გარეშე. ჰო 3 თვეა რაც არავითარი წამალი არ მიმიღია (ვგულისხმობ ძლიერ წამლებს და ანტიდეპრესანტი 4 წელია არ მიმიღია). საერთოდ. თუმცა ცდუნება დიდია ახლა რო ვუფიქრდები კარგი ვქენი რო დავანებე საერთოდ ყველანაირ წამალს.
პ.ს დათვები ვაფშე ###ში იკიდებენ. ზამთარი ძინავთ. დედაც გასტყვნია ზამთარს. ანუ მაქსიმალურად ეფექტურად შველიან თავიანთ 'ზამთარს'. ყველას აქვს ეს ზამთარი/დეპრესია.
This post has been edited by NinjaRacer on 2 Apr 2018, 23:38