როცა სიმპტომები გამოვლენილია , დიაგნოზს მარტივად ვსვავთ, შესაბამისად მკურნალობა სწორი მიამრთულებით შეიძლება დაიწყოს და გაგრძელდეს, რაც დიდი ალბათობის ძალიან კარგი შედეგით მთავრდება.
არსებობს მეორე ტიპის დეპრესია, ე.წ. ფარული "მასკირებული", ასეთი სახის ტიპს მინიმუმ დიდი ხანია და მაქსიმუმ თითქმის მთელი ცხოვრებაა აქვს დეპრესია ან მიდრეკილია დეპრესიისკენ. უჭირს ამის აღიარება სხვადასხვა მიზეზების გამო (სტიგმა, უბრალოდ სირცხვილი, ან ნიჰილიზმი ადამიანების მიმართ-ვერ გამიგებენ, არ აინტერსებთ, მაინც არაფერი მეშველება და ა.შ.). ამ ტიპის ადამიანისთვის ძალიან საშიშია ეს "დაავადება", რადგან ის პირველ რიგში არ აღიარებს სულიერ ამ მდგომარეობას, შედეგად ითრგუნება ნეირონები, იკლებს ტვინში სეროტონინი, ადრენალინი და ბევრი სხვა ჰორმონი, რაც იწვევს მოგეხსენებათ ბევრ დაავადებას, ვლინდება უკვე ორგანული დაავადებები, შესაძლებელია გამოიწვიოს ონკოლოგიური დაავადებებიც.
აქ მპოსტავი უმრავლესობა უზერები ბედნიერები ხართ თქვენს კატეგორიაში, შედარებით ამ ტიპის დეპრესიის მქონე ხალხისგან.
პირველრიგში ხართ სოციალურები, იღებთ რჩევებს და იძლევით, შეგიძ₾იათ ადამიანს დახმარების ხელი გაუწოდოთ, დასანანია რომ ცოტა კიდევ ოდნავ მეტს არ მუშაობთ საკუთარ თავზე. წარმოიდგინეთ, როცა თვითონ "მორჩებით", და დაამარცხებთ ამ საშინელ მდგომარეობას, რამდენ ადამიანს გამოადგება თქვენი "განვლილი გზა", სწორი პრაქტიკა, რამდენი ადამიანი შეიძლება გადაარჩინოთ და გაუჩინოთ თავიდან ცხოვრებაში მონაწილეობის სურვილი.