ვაიმე, რეებს წერ. ღმერთმა დაგიფაროს ნამდვილი გაჭირვებისგან და უბედურებისგან.
ახლა დეპრესიული განწყობა გავს , ფიზიკურად ცუდად ხარ და ამიტომ გეჩვენება.მართლა ღმერთს ნუ სცოდავ.
თითონაც ვერ გარკვეულხარ გინდა თუ არა ის კაცი რომ დაიბრუნო , ისევ ისე ხომ არ მოიქცევი? და ჰამლეტის ტრაგედიის რანგში აიყვანე.'ბარემ ყოფნა არ არ ყოფნაც დაწერე
ფიზიკური აქტივობა ჰაერზე. გადი პარკში ან სკვერში , რაც ახლოს გაქვს სახლთან, იარე , თუ ვერ შეძლებ ,სკამზე დაჯექი, მზეს მიეფიცხე. მე ახლა ასეთ რჩევას ვერ მოგცემ, მაგრამ პატარა ანტიდეპრესანტული კურსი კი მოგიხდებოდა.
შენ ცუდად გხდის ბრაზი შენ საკუთარ თავზე. ეს ბრაზი და კიდევ ეჭვიანობა . არ გეწყინოს, მაგრამ თუ ის ახალი გოგო შენზე უმცროსია ბევრად. ეს განცდაც გიორმაგდება. ეჭვიანოაბ, რა მოხდა მერე, მე პრინცესა დაინაზე ვეჭვიანობდი სერიოზულად და ნაომი კემბელზე . ასეთი სიგიჟეებიც გვჭირს ქალებს და პუტანკები რომც გამეგო, ასი წელი არ მედარდებოდა.
აგარაკიდან სახლში რომ მოვდიოდი,ასჯერ ვრეკავდი, შემთხვევით ზაფხულში თუ წაცდნენ ბიჭები, იცოდნენ,რომ მოვდივარ. რომ გამეგო, მერე სახის შენარჩუნების გულისთვის უნდა მეჩხუბა და მეზარებოდა .რადგან არასოდეს არ ვიღებდი ამას სერიოზულად და არც ფასს ვადებდი, თითონვე ეზიზღებათ მეორე დღეს საკუთარი თავი.
როგორმე დაძლიე ბრაზი საკუთარი თავის მიმართ, აპატიე შენ თავს. ნუ შეიჭამ გულს ეჭვიანობით და ბოღმით. ბოლოს და ბოლოს მართლა პრინცესა დაიანა არ უნდოდა ჩარლზს,რობინ რაიტსი მიატოვა შონ პენმა და ვივიენ ლი ლოურენს ოლივიემ.
ხდება , რას იზამ, ახლა დაეცი, მაგრამ მოიკრიფე ძალა და ადექი. შენ თავს შენზე კარგად ვერავინ უშველის.
ისე მე ვიცი კარგი ფსიქოლოგი, თუ გინდა პმ-ში მოგწერ ნომერს , სხვა თუ არაფერი აგიხსნის, რატომ ექცეოდი ასე. იქნებ რაღაც პრობლემა გაქვს, ვერ აცნობიერებ და სხვასთანაც იგივე არ დაგემართოს. აბა, წარმატება და მალე გვენახოს შენი პოსტები.რა სულელი ვიყავი, კინაღამ რას გადავყევი, არც მიყვარდა, არც მომწონდა, მომწონდა რომ მასზე მბრძანებლობა შემეძლო და ის ყველაფერს მითმენდა . უხეშად ესაა. აბა,კიდევ ერთხელ წარმატება
* * *
Lаki up
მოკლედ თემის შეუდარებელი მუსიკალური და მხატვრული გამფორმებელი ხარ.

დაგვასევდიანებს ,თორემ მამულა ჩარკვიანის ,'ჩემი აღარა ხარ მორჩა. ზედგამოჭრილია.
This post has been edited by nigo on 10 Apr 2018, 21:10